გამოძიება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმების დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირს ამოწმებს

გამოძიება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმების დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირს ამოწმებს

ამერიკელი გამომძიებლები ბოსტონის მარათონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ცარნაევების "კავკასიის ემირ" დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირს ამოწმებენ. როგორც რუსული მედია წერს, აშშ-ის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუ უმაროვი შედის მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების მეთაურების სიაში.

ამერიკული გამოძიების მონაცემებით, ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი უფროსი ძმა, ტამერლან ცარნაევი 2012 წელს გაემგზავრა რუსეთში და ამ პერიოდში რამდენიმე დღით გაჩერდა დაღესტანსა და ჩეჩნეთში.

გარდა ამისა, youtube-ზე, ტამერლან ცარნაევის გვერდზე, აღმოაჩინეს რამდენიმე ვიდეორგოლი, სადაც დაღესტანი "ვილაეთად" არის მოხსენიებული. სწორედ ასე მოიხსნიებენ "კავკასიის ემირატის" წევრები ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს.

ბოსტონის პოლიციის ინფორმაციით, ჩეჩენი წარმოშობის ძმები ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზზე მომხდარი ტერაქტის განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილნი.

15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, 176 კი დაშავდა. პოლიციამ 15 საათიანი, მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ლიკვიდირებულია უფრი ძმა, ტამერლან ცარნაევი. მოგვიანებით, მისი უმცროსი ძმა, 19 წლის ჯოხარ ცარნაევი დააკავეს. პოლიციამ ის უოთერთაუნში, ერთი-ერთ ეზოში ნავში დამალული სახლის პატრონმა აღმოაჩინა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ჯოხარ ცარნაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა, მისი დაკავება მაინც მოხერხდა. დაკავების შემდეგ, ის, მრავლობითი ჭრილობებით, საავადმყოფოში მოათავსეს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა