სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რაზე ოცნებობს ახალგათხოვილი მარიამ რომელაშვილი
რაზე ოცნებობს ახალგათხოვილი მარიამ რომელაშვილი

მა­რი­ამ რო­მე­ლაშ­ვი­ლი მსმე­ნელ­მა "სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ შე­იყ­ვა­რა. ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ მომ­ღე­რა­ლი უკვე გა­თხოვ­და და უკვე 3 თვის ან­დრი­ას დე­დაა. მისი მე­უღ­ლე 18 წლის გი­ორ­გი ოზე­რი გახ­ლავთ.

- ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

მა­რი­ა­მი:

- ერ­თმა­ნე­თი 4 წლის წინ, სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გაგ­ვაც­ნო და მას მერე, ხან­და­ხან "სკა­ი­პით" ვლა­პა­რა­კობ­დით. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ შე­მომ­თა­ვა­ზა, - დუ­ე­ტი ჩავ­წე­რო­თო.

გი­ორ­გი:

- თა­ვი­დან მარ­თლა დუ­ე­ტის ჩა­სა­წე­რად და­ვუ­კავ­შირ­დი. არ მე­გო­ნა, მოვ­ლე­ნე­ბი ასე თუ გან­ვი­თარ­დე­ბო­და.

- სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორ აუხ­სე­ნი?

- ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ: თა­ვი­დან ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ სხვა მიყ­ვარ­და და მსურ­და, ჩემ­თვის რჩე­ვე­ბი მო­ე­ცა.

მა­რი­ა­მი:

- მივ­ხვდი, რომ ის გოგო, რო­მე­ლიც მოს­წონ­და, მე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არა­ფე­რი შე­ვიმ­ჩნიე; ვე­უბ­ნე­ბო­დი: და­ა­ცა­დე, ის­წავ­ლოს და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს-მეთ­ქი (იცი­ნის). მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ მალე დავ­ვო­ჯახ­დით: 7 თე­ბერ­ვალს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით და 28-ში გა­ვი­პა­რეთ.

გი­ორ­გი:

- მა­შინ მე 18-ის, ხოლო მა­რი­ა­მი 17 წლის იყო, - ანუ სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლიც არ ჰქონ­და.

მა­რი­ა­მი:

- აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი. ოჯა­ხის წევ­რებს ცხა­დია, არ მო­ე­წო­ნათ, რომ გა­ვი­პა­რე. ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჯერ უნდა მეს­წავ­ლა, მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის­თვის მი­მე­ხე­და...

გი­ორ­გი:

- მა­რის ვთხო­ვე, - და­ვი­ნიშ­ნოთ-მეთ­ქი. მის­მა მშობ­ლებ­მა ჩემ შე­სა­ხებ რა­ღა­ცე­ბი იცოდ­ნენ და უკეთ რომ გა­ვე­ცა­ნით, სა­სი­დედ­რომ და სა­სი­მამ­რომ შინ დამ­პა­ტი­ჟეს. სა­სი­მამ­რო მკაც­რად მე­ლა­პა­რა­კა. მა­რის დე­დის­თვის ნათ­ქვა­მი მქონ­და, - უნდა გა­ვი­პა­როთ-მეთ­ქი.

მა­რი­ა­მი:

- დე­დას გი­ორ­გის ნათ­ქვა­მი იმ­დე­ნად არა­რე­ა­ლუ­რად მო­ეჩ­ვე­ნა, ვერც კი გა­ი­აზ­რა, რას ეუბ­ნე­ბო­და (იღი­მის).

გი­ორ­გი:

- როცა გა­ვი­პა­რეთ და მა­მა­მი­სი ჩვენ სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვი­და, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ვკან­კა­ლებ­დი. ისე­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო, ხე­ლიც არ ჩა­მო­მარ­თვა. დე­დით მეგ­რე­ლი ვარ. ჩემ­მა ბი­ძებ­მა გა­იყ­ვა­ნეს, და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ, და­ამ­შვი­დეს და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ ყვე­ლა­ნი ტი­როდ­ნენ... მშობ­ლებს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, - 25 წლამ­დე ცო­ლის მოყ­ვა­ნას არ ვა­პი­რებ-მეთ­ქი. ჰოდა, როცა ასე­თი ფაქ­ტის წი­ნა­შე დად­გნენ, ბე­ბი­ას და დე­დას გული წა­უ­ვი­დათ.

- არა­ქარ­თუ­ლი გვა­რი გაქვს. მოგ­ვი­ყე­ვი შენს ოჯახ­ზე...

- გვა­რად ოზე­რი ვარ. დედა ქარ­თვე­ლია, მამა კი თურ­ქი მუს­ლი­მა­ნი გახ­ლავთ. 2 წლის ვი­ყა­ვი, როცა ქრის­ტი­ა­ნად მო­ვი­ნათ­ლე. მა­მამ ეს ამ­ბა­ვი დღემ­დე არ იცის; მას უნ­დო­და, მუს­ლი­მა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ვარ, მაგ­რამ თურ­ქეთ­შიც ხში­რად მივ­დი­ვარ. ოთხი ძმა მყავს. მე და მა­რი­ამ­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით და­ვი­წე­რეთ ჯვა­რი.

- 3 თვის ან­დრი­ას ზრდით. შვილ­მა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა შეც­ვა­ლა?

მა­რი­ა­მი:

- ვიდ­რე ან­დრია და­ი­ბა­დე­ბო­და, სულ გარ­თო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დით, ახლა კი დავ­სე­რი­ო­ზულ­დი, სხვა­ნა­ი­რი გავ­ხდი. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გი­ორ­გი ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბო­და, საჭ­მელ­საც კი თა­ვად ამ­ზა­დებ­და. ახლა ცოტა არ იყოს, ეგო­ის­ტობს, ან­დრი­ას გამო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა რომ მო­აკ­ლდა. დე­დო­ბა ფან­ტას­ტი­კუ­რი შეგ­რძნე­ბაა; ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მის­თვის მინ­და და ვცდი­ლობ, არა­ფე­რი მო­ვაკ­ლო.

გი­ორ­გი:

- ან­დრია მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაჩ­ნდა: თე­ბერ­ვალ­ში ვე­ლო­დე­ბო­დით და იან­ვარ­ში და­ი­ბა­და... ცო­ლის მოყ­ვა­ნამ და მა­მო­ბამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა: მა­ნამ­დე თუ სულ ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბო­დი, და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ძი­რი­თად დროს ოჯახს ვუთ­მობ.

- მა­რი­ამ, დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- მა­მამ­თილ­მა ქარ­თუ­ლი არ იცის და ვერ ვი­ტყვი, რომ კარ­გად ვიც­ნობ, დე­დამ­თილ­თან კი კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

გი­ორ­გი:

- თურ­ქულ ტრა­დი­ცი­ებს კარ­გად აუღო ალღო...

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- რა თქმა უნდა, მშობ­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ თურ­ქეთ­ში ბი­ძას­თან მეც ვმუ­შა­ობ: იქ ორი ან სამი დღით ჩავ­დი­ვარ და საქ­მეს ვა­კე­თებ; რთუ­ლი სამ­სა­ხუ­რი არ მაქვს...

- რამ­დე­ნი შვი­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლი გაქვთ?

მა­რი­ა­მი:

- მე ერ­თზე მეტი აღარ მინ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, მხო­ლოდ ბავ­შვის გა­ჩე­ნა ხომ არ არის საქ­მე? შვილს ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის - გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მაც.

გი­ორ­გი:

- თა­ვი­დან­ვე გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, რომ ჩვენს შვილს ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო უნდა ჰქო­ნო­და.

- ან­დრი­ას გაზ­რდა­ში ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

მა­რი­ა­მი:

- ვიდ­რე გავ­თხოვ­დე­ბო­დი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის არა­ფე­რი გა­მე­გე­ბო­და. დედა და ბე­ბია ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებ­დნენ. ახლა კი კერ­ძებ­საც ვამ­ზა­დებ, სახ­ლსაც ვა­ლა­გებ და ბავ­შვსაც ვუვ­ლი. ჩემი ამ ცვლი­ლე­ბით მე­გობ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან... ან­დრი­ას გაზ­რდა­ში ბე­ბი­ე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან. თუმ­ცა მინ­და, შვი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად გავ­ზარ­დო. გი­ორ­გიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლია ან­დრი­ას აღ­ზრდა­ში.

- სად სწავ­ლობ და რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

- სა­ქარ­თვე­ლოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის (სდა­სუ) უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ტელე-რა­დი­ოჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ვსწავ­ლობ. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ, მაგ­რამ რა თქმა უნდა, სიმ­ღე­რა­საც არ და­ვა­ნე­ბებ თავს; ან­დრია რომ წა­მო­იზ­რდე­ბა, მუ­სი­კა­ლურ ას­პა­რეზ­ზე ისევ გა­მოვ­ჩნდე­ბი.

- გი­ორ­გი, რო­გორც ვხვდე­ბი, მა­რი­ამს ხელს უწყობ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში...

- რა თქმა უნდა! თუ მეც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი და ჩემი მე­უღ­ლეც, ჩვე­ნი ოჯა­ხი მით უფრო მე­ტად ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა! მინ­და, მა­რიმ იმ­ღე­როს. ერთი თვეა, დავ­რბი­ვარ, მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს გა­კე­თე­ბა მინ­და და ვნა­ხოთ, რა გა­მო­მი­ვა...

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რაზე ოცნებობს ახალგათხოვილი მარიამ რომელაშვილი

რაზე ოცნებობს ახალგათხოვილი მარიამ რომელაშვილი

მარიამ რომელაშვილი მსმენელმა "საბავშვო ევროვიზიაზე" წარმატების მიღწევის შემდეგ შეიყვარა. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მომღერალი უკვე გათხოვდა და უკვე 3 თვის ანდრიას დედაა. მისი მეუღლე 18 წლის გიორგი ოზერი გახლავთ.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

მარიამი:

- ერთმანეთი 4 წლის წინ, საერთო მეგობარმა გაგვაცნო და მას მერე, ხანდახან "სკაიპით" ვლაპარაკობდით. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ შემომთავაზა, - დუეტი ჩავწეროთო.

გიორგი:

- თავიდან მართლა დუეტის ჩასაწერად დავუკავშირდი. არ მეგონა, მოვლენები ასე თუ განვითარდებოდა.

- სიყვარული როგორ აუხსენი?

- ძალიან სასაცილოდ: თავიდან ვეუბნებოდი, რომ სხვა მიყვარდა და მსურდა, ჩემთვის რჩევები მოეცა.

მარიამი:

- მივხვდი, რომ ის გოგო, რომელიც მოსწონდა, მე ვიყავი, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე; ვეუბნებოდი: დააცადე, ისწავლოს და წარმატებას მიაღწიოს-მეთქი (იცინის). მაგრამ ისე მოხდა, რომ მალე დავვოჯახდით: 7 თებერვალს შეყვარებულები გავხდით და 28-ში გავიპარეთ.

გიორგი:

- მაშინ მე 18-ის, ხოლო მარიამი 17 წლის იყო, - ანუ სკოლა დამთავრებულიც არ ჰქონდა.

მარიამი:

- აბიტურიენტი ვიყავი. ოჯახის წევრებს ცხადია, არ მოეწონათ, რომ გავიპარე. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჯერ უნდა მესწავლა, მუსიკალური კარიერისთვის მიმეხედა...

გიორგი:

- მარის ვთხოვე, - დავინიშნოთ-მეთქი. მისმა მშობლებმა ჩემ შესახებ რაღაცები იცოდნენ და უკეთ რომ გავეცანით, სასიდედრომ და სასიმამრომ შინ დამპატიჟეს. სასიმამრო მკაცრად მელაპარაკა. მარის დედისთვის ნათქვამი მქონდა, - უნდა გავიპაროთ-მეთქი.

მარიამი:

- დედას გიორგის ნათქვამი იმდენად არარეალურად მოეჩვენა, ვერც კი გაიაზრა, რას ეუბნებოდა (იღიმის).

გიორგი:

- როცა გავიპარეთ და მამამისი ჩვენ სანახავად ჩამოვიდა, ნერვიულობისგან ვკანკალებდი. ისეთი გაბრაზებული იყო, ხელიც არ ჩამომართვა. დედით მეგრელი ვარ. ჩემმა ბიძებმა გაიყვანეს, დაელაპარაკნენ, დაამშვიდეს და ნახევარი საათის შემდეგ ყველანი ტიროდნენ... მშობლებს ყოველთვის ვეუბნებოდი, - 25 წლამდე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ-მეთქი. ჰოდა, როცა ასეთი ფაქტის წინაშე დადგნენ, ბებიას და დედას გული წაუვიდათ.

- არაქართული გვარი გაქვს. მოგვიყევი შენს ოჯახზე...

- გვარად ოზერი ვარ. დედა ქართველია, მამა კი თურქი მუსლიმანი გახლავთ. 2 წლის ვიყავი, როცა ქრისტიანად მოვინათლე. მამამ ეს ამბავი დღემდე არ იცის; მას უნდოდა, მუსლიმანი ვყოფილიყავი... თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ თურქეთშიც ხშირად მივდივარ. ოთხი ძმა მყავს. მე და მარიამმა მართლმადიდებლური წესით დავიწერეთ ჯვარი.

- 3 თვის ანდრიას ზრდით. შვილმა თქვენს ურთიერთობაში რა შეცვალა?

მარიამი:

- ვიდრე ანდრია დაიბადებოდა, სულ გართობაზე ვფიქრობდით, ახლა კი დავსერიოზულდი, სხვანაირი გავხდი. ორსულობის პერიოდში გიორგი ყველაფერში მეხმარებოდა, საჭმელსაც კი თავად ამზადებდა. ახლა ცოტა არ იყოს, ეგოისტობს, ანდრიას გამო ჩემი ყურადღება რომ მოაკლდა. დედობა ფანტასტიკური შეგრძნებაა; ყველაფერი საუკეთესო მისთვის მინდა და ვცდილობ, არაფერი მოვაკლო.

გიორგი:

- ანდრია მოულოდნელად გაჩნდა: თებერვალში ველოდებოდით და იანვარში დაიბადა... ცოლის მოყვანამ და მამობამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა: მანამდე თუ სულ ძმაკაცებთან ერთად ვერთობოდი, დაოჯახების შემდეგ ძირითად დროს ოჯახს ვუთმობ.

- მარიამ, დედამთილ-მამამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მამამთილმა ქართული არ იცის და ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვიცნობ, დედამთილთან კი კარგი ურთიერთობა მაქვს.

გიორგი:

- თურქულ ტრადიციებს კარგად აუღო ალღო...

- მატერიალურად ვინ გეხმარებათ?

- რა თქმა უნდა, მშობლები გვეხმარებიან, მაგრამ თურქეთში ბიძასთან მეც ვმუშაობ: იქ ორი ან სამი დღით ჩავდივარ და საქმეს ვაკეთებ; რთული სამსახური არ მაქვს...

- რამდენი შვილის ყოლის სურვილი გაქვთ?

მარიამი:

- მე ერთზე მეტი აღარ მინდა. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ბავშვის გაჩენა ხომ არ არის საქმე? შვილს ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის - განათლების მიცემაც.

გიორგი:

- თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი, რომ ჩვენს შვილს ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონოდა.

- ანდრიას გაზრდაში ვინ გეხმარებათ?

მარიამი:

- ვიდრე გავთხოვდებოდი, საოჯახო საქმეების არაფერი გამეგებოდა. დედა და ბებია ძალიან მანებივრებდნენ. ახლა კი კერძებსაც ვამზადებ, სახლსაც ვალაგებ და ბავშვსაც ვუვლი. ჩემი ამ ცვლილებით მეგობრები, მასწავლებლები გაოცებულები არიან... ანდრიას გაზრდაში ბებიები გვეხმარებიან. თუმცა მინდა, შვილი დამოუკიდებლად გავზარდო. გიორგიც მაქსიმალურად ჩართულია ანდრიას აღზრდაში.

- სად სწავლობ და რა პროფესიას ეუფლები?

- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის (სდასუ) უნივერსიტეტში, ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე ვსწავლობ. ჟურნალისტობაზე ვოცნებობ, მაგრამ რა თქმა უნდა, სიმღერასაც არ დავანებებ თავს; ანდრია რომ წამოიზრდება, მუსიკალურ ასპარეზზე ისევ გამოვჩნდები.

- გიორგი, როგორც ვხვდები, მარიამს ხელს უწყობ წარმატების მიღწევაში...

- რა თქმა უნდა! თუ მეც წარმატებული ვიქნები და ჩემი მეუღლეც, ჩვენი ოჯახი მით უფრო მეტად ძლიერი იქნება! მინდა, მარიმ იმღეროს. ერთი თვეა, დავრბივარ, მუსიკალური შოუს გაკეთება მინდა და ვნახოთ, რა გამომივა...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება