პარლამენტარი გოგა ხაჩიძე არ აკონკრეტებს, დაასახელებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ აქციაზე საპრეზიდენტო კანდიდატს.
"საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მიტინგის მსვლელობის დროს ნახავთ", - განაცხადა ხაჩიძემ პარლამენტის შენობასთან, სადაც უახლოეს ხანში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია უნდა დაიწყოს.
მისივე თქმით, დღევანდელი აქცია ნორმალურად ჩატარდება და რუსთაველზე შეიკრიბებიან ის ადამიანები, ვისთვისაც მთავარია დასავლური ღირებულები.
"დღეს სხვა რამეა მთავარი - ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ვინც ფიქრობს, რომ ოკუპაციის კანონი არ უნდა გაუქმდეს, ვინც ფიქრობს, რომ რუსი ჯაშუშები გარეთ არ უნდა გამოგვეშვა, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთთან ასე თავდახრილ და კოცნა-პროშნის პოზაში არ უნდა დავდგეთ, გვაქვს ღირებულება და სწორედ ამ ღირებულების გარშემო ვიკრიბებით", - განაცხადა ხაჩიძემ.