ქართულ ბაზარზე ახალი უნიკალური ღვინის სერია - "გლეხური" გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ახალი უნიკალური ღვინის სერია - "გლეხური" გამოჩნდა

12 აპრილს "გუდვილის" სუპერმარკეტების ქსელში, ასევე რუსთაველის გამზირზე მდებარე "სმარტში" და "კარფურში" 5 სახეობის უცნობი ღვინო გამოჩნდა, გამორჩეულად ქართული შეფუთვითა და სახელწოდებით.

გლეხურის ღვინოების სერია: რქაწითელი ქვევრი, ქისი-მწვანე, ხაშმის საფერავი, ალავერდის საფერავი, იყალთოს მწვანე - ექვსი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანმა დააგემოვნა და მათთვის სასურველი გემო შეარჩია. გემოს ძიების პროცესი ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ქართული ჯიშების მრავალფეროვნებამ, მეღვინის მიერ სათუთად შერჩეულმა ვენახებმა და ღვინის დაყენების ქართულმა ტრადიციულმა მეთოდმა ამ სერიის ქვეშ გააერთიანა სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი. ღვინის მოყვარულებმა შეარჩიეს საქეიფო, "მოსაწრუპი", სახლური, ნამდვილი ქართული ხარისხიანი ღვინოები.

უძველესი ქართული ჯიშების გაერთიანება, ქისა, გლეხის ლოგო, ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი გოგონები ეს ის დეტალებია, რამაც მომხმარებელი ქართულ ვენახებში ამოგზაურა, უნიკალურ ჟიშის ყურძნებს აზიარა, გლეხის ოჯახში შეახედა და დაალევინა ნამდვილი სახლური ღვინო.

სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი ღვინის მოყვარულის უამრავი ვიდეო და ფოტო აიტვირთა, ისინი აგემოვნებდნენ "გლეხურის" სერიის ღვინოებს და ეძებდნენ მათთვის ყველაზე სასურველ გემოს. კომენტარები და ჩართულობა ამ ახალ ქართულ ღვინოებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს და კონკურენტუნარიანს ხდის.

"ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია. ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა... ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ქართველმა კაცმა მისი მოშინაურება, მისი სიყვარული... თუმცა ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოჰყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო. საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია... გლეხური არის ღვინო, რომელიც გიყვება, ღვინო, რომელიც მოგყვება, გალხენს და გადიდებს... ეძიე და მოყევი ღვინოს!

იხილეთ ბმული

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო