ჩინეთმა, ისტორიაში პირველად, საკუთარ არმიაზე საჯარო ცნობები გაავრცელა

ჩინეთმა, ისტორიაში პირველად, საკუთარ არმიაზე საჯარო ცნობები გაავრცელა

რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა საკუთარი არმიის სტრუქტურასა და რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია პირველად გაავრცელა. ცნობების თანახმად, ჩინეთის არმიის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში 850,000, საზღვაო ფლოტში - 235,000 სამხედრო, სამხედრო-საჰაერო ძალებში კი - 398,000 სამხედრო მსახურობს.

სტრუქტურულად, შეიარაღების ძალების შემადგენლობაში შვიდი სამხედრო ოლქი და სამი ფლოტი შედის. სამი ძირითადი კომპონენტის გარდა, შეიარაღებული ძალების განკარგულებაში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებიც ირიცხება, რომლებიც ჩინეთის ბირთვული ტრიადის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად ითვლებიან.

საერთო ჯამში, ჩინეთის რეგულარული სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის შემადგენლობაში 2,255,000 ჯარისკაცი მსახურობს. ამ პარამეტრით ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. მოყვანილი ციფრის შემადგენლობაში არმიის, ფლოტისა და სამხედრო ავიაციის გარდა ცალკეული საარტილერიო, კავშირგაბმულობის, სპეციალური დანიშნულების, სადესანტო ჯარები შედის. ამასთან, ჩინეთს 800,000 რეზერვისტი ჰყავს.

სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, ჩინეთის ხელისუფლება უმოკლეს დროში 300-400 მილიონ ადამიანს მოუყრის თავს.

მრავალწლიანი რეფორმების წყალობით, ჩინეთმა მაღალკვალიფიციური პროფესიული არმიის ჩამოყალიბება შეძლო. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯარის პროფესიონალიზმის ამაღლებაში პეკინმა ათეულობით მილიარდი ჩადო და საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარებაზეც იზრუნა. მიმდინარე წელს ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტმა 114 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა