რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების სიმრავლეა

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების სიმრავლეა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციისთვის სცენის მონტაჟი დასრულებულია. ამ დროისთვის სცენასთან საპატრულო პოლიციის

რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფება. სცენა და პარლამენტის ყოფილი შენობის წინა ფასადი რკინის ბარიერებით არის შემოსაზღვრული.

"ვარდების მოედანზე" კი, რამდენიმე ასეული პოლიციელია მობილიზებული. ისინი მითითებს იღებენ, თუ სად დაიცავენ მართლწესრიგს.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი 1-ელ კლასიკურ გიმნაზიაშიც იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს თბილისის კლასიკური გიმნაზიის ადმინისტრაციამ განუცხადა, რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი საპროტესტო აქცია, მიტინგი და მსვლელობა ახსოვს, თუმცა სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. მათივე განმარტებით, თუ დღეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნება, სასწავლო პროცესი ერთი გაკვეთილით ადრე დასრულდება. თუმცა, სკოლის დირექციაში იმასაც ამბობენ, რომ დღეს სკოლაში შედარებით მცირე რაოდეობის მოსწავლე მივიდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლას არ მიუღია, ეს თავად მოსწავლეების მშობლებმა გადაწყვიტეს.

რუსთაველის გამზირზე აქცია 16.00 საათზე დაიწყება, რის გამოც, რუსთაველის გამზირი 12.00 საათიდან გადაიკეტება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა