სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ "დაეხმარა" სტინგი ხელისუფლებას გაფლანგვაში
როგორ "დაეხმარა" სტინგი ხელისუფლებას გაფლანგვაში

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლიან უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო დო­ნის მომ­ღერ­ლე­ბის მოწ­ვე­ვა. ინ­ფორ­მა­ცია ამა თუ იმ ვარ­სკვლა­ვის­თვის გა­დახ­დი­ლი ჰო­ნო­რა­რის შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის სა­ი­დუმ­ლო იყო და არ სა­ჯა­როვ­დე­ბო­და. "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" 2011 წლის 3 ივ­ნისს ბა­თუმ­ში გა­მარ­თუ­ლი სტინ­გი­სა და კრის ბო­ტის კონ­ცერ­ტის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ან­გა­რიშ­ში წე­რია, რომ "ის­ტერნ პრო­მო­უ­შენს" ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან 1.264.700 ლარი გა­მო­ე­ყო, აქე­დან 90 ათა­სი დო­ლა­რი კრის ბოტს, 300 ათა­სი კი სტინგს გა­და­უ­ხა­დეს ჰო­ნო­რა­რის სა­ხით. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად "ის­თერნ პრო­მო­უ­შენს" 2.500 და­საჯ­დო­მი ბი­ლე­თი უნდა გა­ე­ყი­და და 375.000 აშშ დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ე­ღო. აუ­დი­ტის დას­კვნის მი­ხედ­ვით, 2.610 ბი­ლე­თი­დან სა­მი­ნის­ტრომ "ის­თერნ პრო­მო­უ­შენს" გა­სა­ყი­დად მხო­ლოდ 1.058 ბი­ლე­თი არ­გუ­ნა. და­ნარ­ჩე­ნი ბი­ლე­თე­ბი კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­და­ე­ცა, რის­თვი­საც თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­და­ი­ხა­დეს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ შე­ძე­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რიტ სტუმ­რებს და­უ­რიგ­დათ. ან­გა­რი­ში­დან ჩანს, რომ სტინ­გი­სა და კრის ბო­ტის კონ­ცერ­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ზედ­მე­ტად 227.900 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ "დაეხმარა" სტინგი ხელისუფლებას გაფლანგვაში

როგორ "დაეხმარა" სტინგი ხელისუფლებას გაფლანგვაში

წინა ხელისუფლებას ძა­ლიან უყვარდა საქართველოში მსოფლიო დონის მომღერლების მოწვევა. ინფორმაცია ამა თუ იმ ვარსკვლავისთვის გადახდილი ჰონორარის შესახებ ყოველთვის საიდუმლო იყო და არ საჯაროვდებოდა. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" 2011 წლის 3 ივნისს ბათუმში გამართული სტინგისა და კრის ბოტის კონცერტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ "ისტერნ პრომოუშენს" ამ ღონისძიებისთვის კულტურის სამინისტროდან 1.264.700 ლარი გამოეყო, აქედან 90 ათასი დოლარი კრის ბოტს, 300 ათასი კი სტინგს გადაუხადეს ჰონორარის სახით. ხელშეკრულების თანახმად "ისთერნ პრომოუშენს" 2.500 დასაჯდომი ბილეთი უნდა გაეყიდა და 375.000 აშშ დოლარის შემოსავალი მიეღო. აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2.610 ბილეთიდან სამინისტრომ "ისთერნ პრომოუშენს" გასაყიდად მხოლოდ 1.058 ბილეთი არგუნა. დანარჩენი ბილეთები კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცა, რისთვისაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხადეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეძენილი ბილეთები სააკაშვილის ფავორიტ სტუმრებს დაურიგდათ. ანგარიშიდან ჩანს, რომ სტინგისა და კრის ბოტის კონცერტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად 227.900 ლარი დაიხარჯა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება