ევა ლონგორია: "ბავშვობაში საძაგელ იხვის ჭუკს ვგავდი"

ევა ლონგორია: "ბავშვობაში საძაგელ იხვის ჭუკს ვგავდი"

ყველაზე ცეცხლოვანი ქალი და უამრავი მამაკაცის გულთამპყრობელი ევა ლონგორია აცხადებს, რომ ასაკოლო ასაკში უშნო და საძაგელ იხვის ჭუკს ჰგავდა და სარკეში ჩახედვისას ისტერიკა ეწყებოდა.

ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან საუბარში ისიც აღიარა, რომ გარეგნობის გამო კლასელები ხშირად დასცინოდნენ და ბიჭებში პოპულარობით არ სარგებლობდა.

"არ ვიცი, ალბათ, მე მაგალითი ვიქნები ყველა იმ გოგონასთვის, რომელსაც საკუთარი გარეგნობა არ მოსწონს, ან სკოლაში პოპულარობით არ სარგებლობს. 3 და მყავს და ყველანი ლამაზები არიან. ერთადერთი ბავშვი ვიყავი ოჯახში მუქი კანითა და შავი თმის ფერით, ჩემი დები ფერიებივით ქერები იყვნენ. თუმცა, ამ ფაქტმა ჩემს ხასიათზე დადებითად იმოქმედა. ყველაფერი გავაკეთე პოპულარობისთვის რომ მიმეღწია და ჩემში ლამაზი ქალი დაენახათ. ბავშვობაში გადატანილი სტრესი მაიძულებს ფორმაში ვიყო, მაშინაც კი, როდესაც სარკის წინ ტრიალი მეზარება", - განაცხადა ლონგორიამ.

მომზადებულია digitalspy.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება