ჰოლივუდის მსახიობი, ჯენიფერ ენისტონი ყოველთვის უზადოდ გამოიყურება, თუმცა ფილმის Call Me Crazy-ის პრემიერაზე მისი გლამურული იმიჯი გადატყავებულმა ზურგმა გააფუჭა.
პრემიერაზე ვარსკვლავს მოკლე შავი შორტი ეცვა. უცნობია, რატომ შეარჩია ზურგზე ღრმად ამოჭრილი სამოსი მსახიობმა, ან რატომ არ გაიშალა გრძელი თმა. ის არც მაკიაჟით გამოირჩეოდა. საზოგადოება ფილმის სცენარით არც დაინტერესებულა, ყველა ვარსკვლავის ზურგზე საუბრობდა.
მსახიობი მასაჟის დიდი მოყვარულია. რელაქსაციისთვის ჯენიფერი ზურგზე გახურებულ მინის თასებს ილაგებს. პროცედურის შემდეგ სხეულზე ერთი კვირის განმავლობაში მრგვალი წითელი ლაქები ჩნდება და რამდენიმე დღეში ატყავებული ზედაპირი შუშდება. ჯენიფერმა ეს ვერ გათვალა და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამ პროცედურის აქტიური მომხმარებლები არიან მსახიობები გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.