ნინო ანანიაშვილმა "გედების ტბა" ძმის ხსოვნას მიუძღვნა

ნინო ანანიაშვილმა "გედების ტბა" ძმის ხსოვნას მიუძღვნა

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა პეტრე ჩაიკოვსკის "გედების ტბა" წარმოადგინა, რომელშიც მთავარი პარტიები მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებმა, ნინო ანანიაშვილმა და დენის მატვიენკომ შეასრულეს.

"გედების ტბამ" სრული ანშლაგით ჩაიარა. როგორც ნინო ანანიაშვილმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ ძმა გარდაეცვალა და სპექტაკლიც სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა.

დენის მატვიენკოსა და ნინო ანანიაშვილის შემოქმედებითი ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო. დენის მატვიენკო ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გალა-კონცერტში მონაწილეობდა, პრიმა-ბალერინასთან და ვასილ ახმეტელთან ერთად მან იცეკვა პა დე ტრუა ადანის ბალეტიდან "კორსარი".

ამავე წლის ივლისში მატვიენკო მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლში იაპონიაში, სადაც ჩაიკოვსკის "გედების ტბა" იცეკვა.

2013 წლის მარტში მატვიენკომ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი კიევში მიიწვია, სადაც ერთად შეასრულეს მთავარი პარტიები "ბაიადერაში".

გუშინდელი "გედების ტბა" ნინო ანანიაშილის 50 წლის იუბილეს ფარგლებში შედგა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება