სოციალური ქსელებისა და უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო კატამ, რომელსაც "ვამპირის ეშვები" აქვს. თანდაყოლილი დეფექტის გამო კატა ლაზარუსი პატრონებმა სახლიდან გამოაგდეს. 6 თვის შემდეგ ლაზარუსი ამერიკელმა პედაგოგმა, სარა ჩემბერსმა შეიფარა. სარამ ვეტერინარებთან კონსულტაციის შედეგად კატის დეფექტის მიზეზი დაადგინა - ლაზარუსი გავრცელებული დაავადებით, "მგლის ხახით" იტანჯება (გახლეჩილი სასა, სასის განვითარების მანკი).
"მას ქუჩაში შემთხვევით გადავეყარე. მშიერი და გაყინული იყო. ერთი შეხედვით მივხვდი, რომ განსაკუთრებული კატა იყო და თავისებური მოვლა სჭირდებოდა", - იხსენებს სარა.
ვეტერინართა თქმით, სახის მანკი ლაზარუსის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. სარა ჩამბერსი ყოველდღიურად ათობით ადამიანის წერილს იღებს, რომლებიც ლაზარუსს გულშემატკივრობენ და სარას გამოჩენილი სიკეთისთვის აქებენ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo