ჯექსონს სხეულში ნარკოტიკის საწინააღმდეგო იმპლანტატი ჰქონდა

ჯექსონს სხეულში ნარკოტიკის საწინააღმდეგო იმპლანტატი ჰქონდა

პოპ-მუსიკის მეფე, მაიკლ ჯექსონი ნარკოტიკის საწინააღმდეგო საიდუმლო იმპლანტატს იყენებდა, რაც შესაძლოა, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. იმპლანტატი მომღერლის სხეულის გაკვეთის დროს აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებშიც ჯექსონის ყოფილი ექიმები ამ ინფორმაცის ადასტურებენ.

ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, ვინაიდან ექიმს, რომელმაც მომღერლის სხეულში ჩანერგილი მოწყობილობის შესახებ არაფერი იცოდა, შეეძლო მასთან შეუთავსებელი სამკურნალო პრეპარატები გამოეწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯექსონს იმპლანტატი Narcan ("ნალოკსონის" სავაჭრო სახელწოდება) ნარკოდამოკიდებულების საწინააღმდეგოდ 2003 წელს ჩაუდგეს. Narcan-ს ჰეროინსა და მორფინზე დამოკიდებულების დროს ნიშნავენ. ის თავის ტვინში სიამოვნების რეცეპტორებს ბლოკავს, რაც ნარკოტიკის მოხმარებას აზრს უკარგავს.

ამჟამად კონცერტების ორგანიზატორი კომპანია AEG Live-ის წინააღმდეგ ჯექსონის ოჯახის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პოპ-მომღერლის ნათესავები 40 მლრდ დოლარს ითხოვენ იმის გამო, რომ კონცერტების ორგანიზატორებმა მაიკლის ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება გამოიჩინეს და მკურნალად ექიმი კონრად მიურეი დაიქირავეს.

პოპ-მუსიკის მეფედ აღიარებული მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოძიების მონაცემებით, მომღერლის სიკვდილი ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის - პროპოფოლის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება