კოკო გამსახურდია მიწების გასხვისებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

კოკო გამსახურდია მიწების გასხვისებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კოკო გამსახურდია უცხოელებზე გასხვისებული მიწების თემას "ფეისბუქით" ეხმაურება და ახალი საფრთხეების თავიდან აცილებისთვის გამოსავალს გვთავაზობს:

"ჩვენ მომსწრენი ვართ კონფლიქტებისა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს სოფლებში ხელს უშლის გასხვისებული მიწების ახალ მეპატრონეებს, აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ყველაზე გახმაურებულია დიცის ინციდენტი. ეს ყოველივე გვიჩვენებს, რომ ბრმად და მავნებლურად წარმოებულ საბაზრო ურთიერთობებს შეუძლიათ გამოუსწორებელი ზარალი მიაყენონ ქვეყანას და სამართლებრივი სისტემის დამკვიდრების პროცესს. პირდაპირი პასუხისმგებლობა აქ ეკისრებათ მათ, ვინც თანამედროვე გლობალიზაციის პროცესის ყველაზე მავნე, ყველაზე დამანგრეველ ასპექტებს არანაირი ანგარიში არ გაუწია და ასე პირდაპირ გაასხვისა მიწები. გლობალიზაცია თანამედროვე მსოფლიოში ის ორლესული მახვილია, რომელსაც შესაძლოა უდავო სარგებელიც მოჰქონდეს, მაგრამ თავისი საფრთხეებიც აქვს მცირე ქვეყნებისთვის. საუბედუროდ საქართველოში არავინ იფიქრა იმ ფილტრების დაყენების აუცილებლობაზე, რაც თავიდან აგვარიდებდა ასეთ საფრთხეებს.

ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი გამოსავალი ასეთ შემთხვევებში იქნება შემდეგი: 1. საადგილმამულო ბანკის შექმნა, რომელიც გამოისყიდის ამ მიწებს. (როგორც ვხედავთ, ილია ჭავჭავაძის ეპოქას დიდად არ გავცილებივართ) 2. აუცილებელია იაფი აგრარული კრედიტების გამცემი ინსტიტუტების დაფუძნება, წინააღდეგ შემთხვევაში გარდაუვალია კოლაფსი სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც ისედაც სულს ღაფავს. 3. აუცილებელია ბაზრის დაცვა იაფი უცხოური პროდუქტის შემოდინებისგან, რათა ქართულ პროდუქციას გასავალი ჰქონდეს", - წერს გამსახურდია.

რამდენიმე დღის წინ გორის რაიონის სოფელ დიცის მცხოვრებლებმა ინდოელ ფერმერებს ვაშლის ნერგების დარგვის უფლება არ მისცეს. სოფლის განაპირას მდებარე 140 ჰექტარი მიწა ინდოელმა ფერმერებმა შპს "მადლისგან" 2012 წლის 4 დეკემბერს იყიდეს. ფერმერებმა მოსახლეობას მიწის ნასყიდობის დოკუმენტაცია წარუდგინეს. ამის მიუხდავად, დიცის მოსახლეობამ ვაშლის ბაღის გასაშენებლად გამზადებული ორმოები მიწით ამოავსო. ფერმერებმა ტერიტორია დატოვეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს