მოსკოვი ჯაშუშურ თანამგზავრებზე 70 მილიონს დახარჯავს

მოსკოვი ჯაშუშურ თანამგზავრებზე 70 მილიონს დახარჯავს

მალე რუსეთი ახალ თანამგზავრულ სადაზვერვო სისტემის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას. შესაბამის კონკურსში გამარჯვებული ლავოჩკინის სახელობის სამეცნიერო გაერთიანება რადიოელექტონული თვალთვალის თანამგზავრულ სისტემას შეიმუშავებს. მის შემადგენლობაში ხუთი თანამგზავრი შევა. პროექტის განხორციელებაზე რუსეთის თავდაცვის უწყება 70 მლნ რუბლს გამოყოფს.

არსებული ინფორმაციით, თავად თანამგზავრები რუსეთში შეიქმნება. მათი ელექტრონული შიგთავსის შეძენა კი საზღვაგარეთ მოხდება. ამჟამად განიხილება ევროპული EADS-ის, იტალიური Thales Alenia Space-ის და ებრაული IAI-ის შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. მზა ნაწარმის ყიდვასთან ერთად, რუსები მათი დამზადების ტექნოლოგიის შეძენასაც გეგმავენ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის თანამგზავრების დამზადება დამოუკიდებლად შეძლონ.

საწყის ეტაპზე ორბიტაზე ორი ახალი თანამგზავრის გაშვება იგეგმება. უკვე შემდგომ მათ დანარჩენი სამი შეუერთდება. მსგავსი ტიპის ჯაშუშური თანამგზავრები მოსკოვს საბჭოთა პერიოდშიც ჰყავდა. რადიოელექტრონული დაზვერვის ამოცანებს სისტემა "არსენალში" შემავალი თანამგზავრთა ჯგუფი ახორციელებდა. მაგრამ წარმოება 1980-იანი წლების ბოლოს დასრულდა. ორბიტაზე დარჩენილი თანამგზავრები კი სიძველის გამო ჩანაცვლებას საჭიროებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა