გიორგი მარგველაშვილი - სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი 80 მილიონ ლარამდე ადიოდა

გიორგი მარგველაშვილი - სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი 80 მილიონ ლარამდე ადიოდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სახელმძღვანელოებთან მიმართებაში წინამორბედების დანაშაულებრივ სქემაზე გადაჭრით არ საუბრობს, თუმცა ფიქრობს, რომ კითხვები არსებობს. როგორც მარგველაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ყოველწლიურად სასკოლო სახელმძღვანელოების რეალიზაციიდან 50-დან _80 მილიონ ლარამდე თანხის ამოღება ხდებოდა მაშინ, როცა ახლა ამ პროცესს 12 მილიონი ლარი ჰყოფნის.

"ზუსტი მონაცემებით საუბარი ამ ეტაპზე მიჭირს, მაგრამ სახელმძღვანელოების ბაზარი ყოველწლიურად - 9 წლის განმავლობაში 50-დან 80 მილიონ ლარამდე ადიოდა. ეს იყო გარანტირებული თანხა, რომელიც ქართული ოჯახების ჯიბეებიდან ამოდიოდა. ეს ხდებოდა იმ ვითარებაში, როდესაც საარსებო მინიმუმი 153 ლარი, ხოლო საშუალო შემოსავალი 145 ლარია, თანაც მშობლებს არჩევანი არ ჰქონდათ _ მათ უარი უნდა ეთქვათ შვილის განათლებაზე ან ისეთ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, როგორც რუსთავის სკოლის მოსწავლეები – წიგნების ქრეროასლებით ესარგებლად. სქემის ანალიზი არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ კითხვები, რა თქმა უნდა, ჩნდება, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ახლა 12 მილიონი ლარი უჯდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, "ფულის შოვნით" სახელმძღვანელოების ავტორები არ იყვნენ დაკავებული და გამომცემლობებისგან წლების განმავლობაში ფაქტობრივად არაფერს იღებდნენ.

"12 მილიონი ლარი არის ქუთაისში აშენებული პარლამენტის ერთი შესასვლელის ფასი ან ანბანის კოშკის ერთი ფლიგელი, პრეზიდენტის ვერტმფრენების ერთი სალონი, 7 ვილიდან ერთ-ერთის მოპირკეთების ფასი. მე ვფიქრობ, რომ დანაშაული იქნებოდა ამ სისტემის შენარჩუნებ, მით უმეტს, რომ ამის მოგვარება შეიძლება მხოლოდ იმ თანხით, რაც შარშან მარტო სოციალურად დაუცველებისთვის იყო გამოყოფილი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"