ორსული ნადეჟდა მიხალკოვა საავადმყოფოში გადაიყვანეს

ორსული ნადეჟდა მიხალკოვა საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუს მსახიობ ნადეჟდა მიხალკოვას, რომელიც მეორე ბავშვს ელოდება, მოულოდნელად ორსულობა გაურთულდა. მსახიობი გადასაღები მოედნიდან სასწრაფოდ სააავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის მეუღლე ამჟამად ექვსი თვის ორსულია.

მსახიობი მოულოდნელად ცუდად გახდა, როდესაც იგი მეუღლის ახალი სურათის ერთ-ერთი სცენის გადაღებაში მონაწილეობდა. სასწრაფომ მსახიობი მოსკოვის ცენტრალურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ექიმებმა ნადეჟდას საავადმყოფოში დარჩენა ურჩიეს.

მიხალკოვას მეუღლე მასზე ძალიან ღელავს: მსახიობის კოლეგების თქმით, ორსულობის დაწყებისთანავე იგი მეუღლეს დიდ ყურადღებას აქცევდა, რომ გადასაღებ მოედანზე არ დაღლილიყო.

ცნობილია, რომ მიხალკოვა და გიგინეიშვილი ვაჟს ელოდებიან. მეუღლეებს ქალიშვილი ნინა უკვე ჰყავთ.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება