მსახიობობიდან მწერლობამდე

მსახიობობიდან მწერლობამდე

ბევრი ვარსკვლავი თუ ყოფილი მსახიობი წერს წიგნებს, ავტობიოგრაფიას, თუმცა ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანს გადავავლოთ თვალი, ძირითადად ახლანდელ, "მოქმედ" ვარსკვლავებს, რომლებმაც ამ სფეროშიც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას. მართალია, ზოგიერთ ვარსკვლავზე იმასაც ამბობენ, სხვები უწერენ წიგნებს და თავისად "ასაღებენ", მეტი რეკლამისა და პიარისთვისო, მაგრამ მაინც...

ერთ-ერთი ყველაზე "ცნობილი მწერალი" დღევანდელ ვარსკვლავებს შორის მადონაა. მით უმეტეს, რომ მან უბრალოდ ავტობიოგრაფია კი არ დაწერა, როგორც მისი კოლეგების უმრავლესობა აკეთებს, მან თავისი შემოქმედებითი ნიჭი სრულად გამოავლინა და საბავშვო მწერლად მოგვევლინა. ათი წლის წინ გამოუშვა წიგნი "ინგლისური ვარდები", რომელშიც რამდენიმე საბავშვო მოთხრობა და ზღაპარი შევიდა. ამბობენ, რომ ინგლისელ და ამერიკელ ბავშვებს ეს წიგნი ძალიან მოეწონათ, ასე რომ, მადონას მწერლური ნიჭიც დაფასდა. სხვათა შორის, საბავშვო წიგნების გამოცემით ასევე გაითქვეს სახელი ტორი სპელინგმა და ჯერი ჰოლიველმა.

მსახიობ ნიკოლ რიჩის მოსაყოლი ბევრი აღმოაჩნდა - ორი წლის იყო, როცა მამამისი, მომღერალ ლაიონელ რიჩის ჯგუფში მოღვაწე მომღერალი, გარდაიცვალა და რიჩიმ და მისმა ცოლმა ნიკოლი იშვილეს, გვარიც მისცეს, მისი ნათლია კი მაიკლ ჯეკსონი გახდა. მოზარდობისას საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მეტისმეტი დიეტების გამო ანორექსიაც დაემართა და საავადმყოფოშიც მოხვდა. ახლა უკვე ცნობილი და წარმატებულია, ქმარ-შვილიც ჰყავს, თუმცა მაინც გადაწყვიტა, რომ თავისი ცხოვრების შესახებ ამბის დაწერა საინტერესო იქნებოდა. ასე გამოვიდა მისი წიგნი "სიმართლე ბრილიანტების შესახებ", რომელშიც მთავარი გმირის პროტოტიპი სწორედ ნიკოლია.

ცოტა ხნის წინ გაიგო საზოგადოებამ, რომ პამელა ანდერსონს მხოლოდ წითელი საცურაო კოსტიუმით სირბილი კი არა, ცხოველების დაცვაც შეუძლია. 2004 წელს კი მოულოდნელად წიგნიც გამოუშვა სახელწოდებით "ვარსკვლავი". პამელამ წიგნზე "მთელი" ერთი თვე იმუშავა და მოიგონა ამბავი ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც პროვინციიდან ჩამოვიდა ლოს-ანჯელესში და ფოტომოდელობა გადაწყვიტა.

დებმა კარდაშიანებმა ვარდისფერყდიანი წიგნი გამოუშვეს - "კარდაშიანების აღიარებანი". მასში ისინი გოგონებს ასწავლიან, როგორ ჩაიცვან მოდურად და როგორები იყვნენ შეყვარებულობის დროს თვითონ.

მაილი საირუსი, რომელიც უკვე გათხოვებას აპირებს, მოზარდობის წლებშივე გახდა პოპულარული და მოსაყოლი მართლაც ბევრი ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ 16 წლისამ, "დისნეის" ვარსკვლავმა, მემუარები გამოუშვა - Mileas to Go.

ჰილარი დაფმაც მომღერლობის კარიერა დროებით გვერდზე გადადო და ერთ მშვენიერ დღეს წიგნების წერა დაიწყო. ახალგაზრდა დედამ ორი წიგნი გამოუშვა, სახელწოდებით "ელექსირი". მისი უკანასკნელი ლიტერატურული ნაღვაწის პრეზენტაცია მისი ორსულობის დროს შედგა.

ასევე ავტობიოგრაფიები აქვთ გამოშვებული ჯენიფერ ლავ-ჰიუიტს, გვინეტ პელტროუს, პერის ჰილტონს, ვენუს უილიამსსა და სხვებს, რომლებზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს