აშშ-ის სამეფო საშუალო სკოლის კურსდამთავრებული გინესის რეკოდების წიგნში მოხვდა. სკოტ დეიმორმა თავით კვერცხის გატეხვის წინა რეკორდი მოხსნა და შუბლით 142 კვერცხი გატეხა.
"თავს ვეღარ ვგრძნობდი, ვერ მივხვდი, რომ თავი დამებეჟა, რადგან ენერგიის წარმოუდგენელ მოზღვავებას ვგრძნობდი",- ამბობს დეიმორი.
წინა რეკორდი 130 კვერცხი იყო. დეიმორს რამდენიმე მცდელობის უფლება ჰქონდა - იგი ამ რეკორდის მოხსნას ადრეც შეეცადა, მაგრამ მარცხი განიცადა, 130 კვერცხი მხოლოდ 70 წამში გატეხა. მაშინ სკოლის მოსწავლემ დედის რესტორანში მაგიდაზე გულმოდგინე ვარჯიში დაიწყო და ახალი რეკორდი დაამყარა.
"კვერცხების გამანადურებლის" მამის თქმით, მას შვილის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა. მან ასევე დასძინა, რომ დეიმორი ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავდა და აღწევდა კიდეც.
რეკორდების წიგნში მოხვედრის იდეა სკოტ დეიმორს და მის მეგობრებს 2011 წელს მოუვიდათ. ისინი რეკორდის დამყარებას ცდილობდნენ, კერძოდ, თვალაკრულებმა 200 მეტრის გარბენში გამარჯვება სცადეს, მაგრამ სწრაფად გარბენა ვერ შეძლეს.
მომზადებულია vesti.ru-ის მიხედვით.