კანის 66-ე კინოფესტივალს ოდრი ტატუ გაუძღვება

კანის 66-ე კინოფესტივალს ოდრი ტატუ გაუძღვება

ფრანგი მსახიობი ოდრი ტატუ, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმებით - "ამელი" და "კოკო შანელამდე", კანის 66-ე კინოფესტივალს წაიყვანს. ამის შესახებ AFP-ი იტყობინება.

"ოდრი ტატუ გაუძღვება კინოფესტივალის გახსნას და დახურვას. კინოფესტივალი კი 15-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება", - ნათქვამია კინოფორუმის ოფიციალურ განცხადებაში.

ფესტივალს ავსტრალიელი რეჟისორის, ბაზ ლურმანის ფილმი "დიდებული გეთსბი" გახსნის, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

კანის 66-ე კინოფესტივალის ჟიურის სათავეში ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სტივენ სპილბერგი ჩაუდგება.

მომზადებულია AFP-ს მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება