ანრი ჯოხაძე: მანქანა ჩემთვის მეორე სახლია

ანრი ჯოხაძე: მანქანა ჩემთვის მეორე სახლია

ქერად შეღებილი თმები გარეგნობის ერთი ნიუანსია, მაგრამ ანრი ჯოხაძე ქართველ "სელებრითებში" მხოლოდ ასეთი ნიუანსებით როდი გამოირჩევა. მას ბევრი კოლეგისგან პირველ რიგში ის ფაქტორი გამოარჩევს, რომ ანრი, როგორც მომღერალი და შოუმენი, ნამდვილია.

ანრი ჯოხაძეს 2002 წელს გამოშვებული "მერსედეს S-კლასი" ჰყავს. მანამდეც "მერსედეს S-კლასი" ჰყავდა სავარაუდოდ, მერეც "მერსედეს S-კლასი" ეყოლება. მისი პირველი ავტომობილი კი "ვოლვო S 80" გახლდათ.

"ჩემნაირი, დიდი გაბარიტების კაცისთვის "S-კლასი" ზედგამოჭრილია. ამაზე კომფორტული ავტომობილი, მგონი, არ არსებობს. ვიზუალურადაც ჩემს გემოვნებაში ჯდება. სამართავად მსუბუქია და კარგი კომპლექტაციაც აქვს. ამ მანქანას რომ მართავ, რაღაცნაირად, დაცულად გრძნობ თავს. ჩემი მეგობრების მანქანებიც მიტარებია, მაგრამ ეს სულ სხვაა - ბოლოს და ბოლოს "მერსედესია", თანაც "S-კლასი”, - გვითხრა ანრიმ.

ზამთარში ტყავის ხელთათმანები ანრისთვის განუყრელი აქსესუარია. საქართველოში მანქანის თათმანს ცოტა თუ ხმარობს, ჩვენთან ეს არცთუ მოდურია, მომღერალს კი ეს მოსწონს და გვითხრა, რომ ავტო-ხელთათმანი მეგობარმა აჩუქა.

"ჩემი მომდევნო ავტომობილიც "მერსედესი" იქნება - რა თქმა უნდა, უფრო ახალი. აუცილებელი არაა, რომ ისევ "S-კლასი" იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა მარკის მანქანაზე არ გადავჯდები," - ერთი სიტყვით, ანრი "მერსედესის" ფანია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"