სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ცნობილების ტყუილები, ანუ "ფეისბუქის" საპირველაპრილო სტატუსები
ცნობილების ტყუილები, ანუ "ფეისბუქის" საპირველაპრილო სტატუსები

1-ელ აპ­რილს თავს ერ­თმა­ნე­თის მო­ტყუ­ე­ბის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ და ეს ცოდ­ვა­ში არა­ვის გვეთ­ვლე­ბა. სწო­რედ ეს დღე გა­მო­ი­ყე­ნა პარ­ლა­მენ­ტარ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ და "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თა­რი გვერ­დი­დან პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, შემ­დეგ კი იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს მი­მარ­თა. "ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, აჰა, გა­მობ­რძან­დით დღეს და რაც გინ­დათ, იმას დაჰ­პირ­დით, რა­ზეც გინ­დათ, იმა­ზე აოც­ნე­ბეთ ხალ­ხი! ვინ ოხე­რი! ხმას არა­ვინ ამო­ი­ღებს! დღეს 1-ელი აპ­რი­ლია და "მო­სუ­ლა", მაგ­რამ და­ნარ­ჩენ 364 დღეს და­ა­ნე­ბეთ თავი, "ტე­ხავს". ამა­ვე დღეს თეა წუ­ლუ­კი­ან­საც მი­მარ­თა გო­გამ, - "მხო­ლოდ დღეს შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი წუ­ლუ­კი­ა­ნის დიპ­ლო­მი ადას­ტუ­რებს უმაღ­ლეს იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას. ქალ­ბა­ტო­ნო თეა, გი­ლო­ცავთ, დღეს, 1 აპ­რილს თქვენ კა­ნო­ნი­ე­რი მი­ნის­ტრი ხართ".

ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე დად­გა ამ დღეს დი­ზა­ი­ნე­რი, ახ­ლა­ხან პა­ტი­მარ­ზე გა­თხო­ვი­ლი ლიკა ყაზ­ბე­გი და ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვის გვერ­დზე წარ­წე­რით, - "ბი-ბი-სი-ს გა­და­ცე­მა მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მზა­რე­ულ­ზე, ანუ ჩემ­ზე".

სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და­ვით გო­გიშ­ვილ­მა, იმა­ვე ციყვმა და ხუმ­რო­ბის თე­მად ნატო აირ­ჩია, რი­თიც გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"სენ­სა­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია - დღეს ბრი­უ­სელ­ში ნა­ტოს შტა­ბ­ბი­ნა­ში იგეგ­მე­ბა სა­გან­გე­ბო სა­მი­ტი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რე­ბი­სა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. თბი­ლის­ში, ნა­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ოფის­ში ალი­ან­სის ემბლე­მას მი­რო­ნი სდის".

"იტყუ­ე­ბი, იტყუ­ე­ბი, ჩვენ რა­ღას გვრევ ამ ამ­ბავ­ში", წერ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სტა­ტუს­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე.

1-ელ აპ­რილს და­ემ­თხვა მსა­ხი­ობ ნინო მუმ­ლა­ძის გვერ­დზე მე­გობ­რის, ასე­ვე მსა­ხი­ო­ბის, გი­ორ­გი გაგ­ლო­ე­ვის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი - "დღეს შენ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლებს უღა­ლა­ტე". "სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და­ო­ჯა­ხე­ბულ ქა­ლებს", პა­სუ­ხობ­და ნინო. რო­გორც მივ­ხვდი, სა­უ­ბა­რია "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზე", სა­დაც ნი­ნოს გმირ­სა და სე­რი­ა­ლის მთა­ვარ მოქ­მედ გმირს, მე­ო­ჯა­ხე და პა­ტი­ო­სან და­თოს შო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ძა­ფე­ბი გა­ი­ბა. ნინო ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­შიც ამ­ბობ­და, მა­ყუ­რებ­ლის რის­ხვა უკვე და­ვიმ­სა­ხუ­რეო და აი, ფაქ­ტი, ამ სტა­ტუს­ზე 40 კო­მენ­ტა­რია და თით­ქმის ყვე­ლა ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ მა­ინც ნი­ნოს გმირს აკ­რი­ტი­კებს ცდუ­ნე­ბის­თვის. "მე შენ­გან ამას არ მო­ვე­ლო­დი", "რის­ხვა არ აგ­ცდე­ბა ამ პა­ტი­ო­სა­ნი ოჯა­ხის კა­ცის შეც­დე­ნის­თვის", "ქმრე­ბი გა­და­მა­ლეთ!", "ვა­ი­მე, ჩემი ქმა­რი სტო­მა­ტო­ლოგ­თან აღარ წავა!" - წერ­დნენ ნი­ნოს მე­გობ­რე­ბი.

მა­მუ­კა ღლონ­ტის შე­საძ­ლო გა­მი­ნის­ტრე­ბის ამ­ბავი კი ერთ-ერ­თმა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­იტ­მა გა­ავ­რცე­ლა. ამას ღლონ­ტი სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­ეხ­მა­უ­რა - "გავ­რცელ­და ხმე­ბი ჩემი გა­მი­ნის­ტრე­ბის შე­სა­ხებ. ვინც და­ი­ჯე­რეთ, გრცხვე­ნო­დეთ".

მეც მო­გა­ტყუბ­დით რა­მეს, მაგ­რამ ჩა­ი­ა­რა უკვე ამ დღემ და ერთი კვი­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ტყუ­ილს არა­ვინ მა­პა­ტი­ებს. ჩემი ბე­დის ამ­ბა­ვი რომ ვიცი, ამის გამო შარ­შიც გა­ვეხ­ვე­ვი. ასე რომ, მო­მა­ვალ 1-ელ აპ­რი­ლამ­დე თავს შე­ვი­კა­ვებ.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ცნობილების ტყუილები, ანუ "ფეისბუქის" საპირველაპრილო სტატუსები

ცნობილების ტყუილები, ანუ "ფეისბუქის" საპირველაპრილო სტატუსები

1-ელ აპრილს თავს ერთმანეთის მოტყუების უფლებას ვაძლევთ და ეს ცოდვაში არავის გვეთვლება. სწორედ ეს დღე გამოიყენა პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ და "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან პრემიერ-მინისტრს, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრს მიმართა. "ბატონო ბიძინა, აჰა, გამობრძანდით დღეს და რაც გინდათ, იმას დაჰპირდით, რაზეც გინდათ, იმაზე აოცნებეთ ხალხი! ვინ ოხერი! ხმას არავინ ამოიღებს! დღეს 1-ელი აპრილია და "მოსულა", მაგრამ დანარჩენ 364 დღეს დაანებეთ თავი, "ტეხავს". ამავე დღეს თეა წულუკიანსაც მიმართა გოგამ, - "მხოლოდ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქალბატონი წულუკიანის დიპლომი ადასტურებს უმაღლეს იურიდიულ განათლებას. ქალბატონო თეა, გილოცავთ, დღეს, 1 აპრილს თქვენ კანონიერი მინისტრი ხართ".

ხუმრობის ხასიათზე დადგა ამ დღეს დიზაინერი, ახლახან პატიმარზე გათხოვილი ლიკა ყაზბეგი და ფოტო გამოაქვეყნა თავის გვერდზე წარწერით, - "ბი-ბი-სი-ს გადაცემა მსოფლიოში საუკეთესო მზარეულზე, ანუ ჩემზე".

საგანგებო განცხადება გააკეთა დავით გოგიშვილმა, იმავე ციყვმა და ხუმრობის თემად ნატო აირჩია, რითიც გიორგი კეპულაძის აღშფოთება გამოიწვია.

"სენსაციური ინფორმაცია - დღეს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში იგეგმება საგანგებო სამიტი წევრი სახელმწიფო ლიდერებისა, სადაც საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღების საკითხი განიხილება. თბილისში, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისში ალიანსის ემბლემას მირონი სდის".

"იტყუები, იტყუები, ჩვენ რაღას გვრევ ამ ამბავში", წერდა ზემოაღნიშნულ სტატუსზე ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოში, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე.

1-ელ აპრილს დაემთხვა მსახიობ ნინო მუმლაძის გვერდზე მეგობრის, ასევე მსახიობის, გიორგი გაგლოევის მიერ დატოვებული სტატუსი - "დღეს შენ სრულიად საქართველოს ქალებს უღალატე". "სრულიად საქართველოს დაოჯახებულ ქალებს", პასუხობდა ნინო. როგორც მივხვდი, საუბარია "ჩემი ცოლის დაქალებზე", სადაც ნინოს გმირსა და სერიალის მთავარ მოქმედ გმირს, მეოჯახე და პატიოსან დათოს შორის სასიყვარულო ძაფები გაიბა. ნინო ჩვენთან ინტერვიუშიც ამბობდა, მაყურებლის რისხვა უკვე დავიმსახურეო და აი, ფაქტი, ამ სტატუსზე 40 კომენტარია და თითქმის ყველა ხუმრობით, მაგრამ მაინც ნინოს გმირს აკრიტიკებს ცდუნებისთვის. "მე შენგან ამას არ მოველოდი", "რისხვა არ აგცდება ამ პატიოსანი ოჯახის კაცის შეცდენისთვის", "ქმრები გადამალეთ!", "ვაიმე, ჩემი ქმარი სტომატოლოგთან აღარ წავა!" - წერდნენ ნინოს მეგობრები.

მამუკა ღლონტის შესაძლო გა­მინისტრების ამ­ბავი კი ერთ-ერთმა საინფორმაციო საიტმა გაავრცელა. ამას ღლონტი საკუთარ "ფეისბუქზე" გამოეხმაურა - "გავრცელდა ხმები ჩემი გამინისტრების შესახებ. ვინც დაიჯერეთ, გრცხვენოდეთ".

მეც მოგატყუბდით რამეს, მაგრამ ჩაიარა უკვე ამ დღემ და ერთი კვირის დაგვიანებით ტყუილს არავინ მაპატიებს. ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ამის გამო შარშიც გავეხვევი. ასე რომ, მომავალ 1-ელ აპრილამდე თავს შევიკავებ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"