ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაზე ჰოლივუდის მსახიობმა შერონ სტოუნმა და სუპერმოდელმა კეიტ მოსმა ერთმანეთს აკოცეს.
ვარსკვლავები წვეულებას მასპინძლობდნენ და ეს ექსცენტრული საქციელიც ფულის მოზიდვის მიზნით გააკეთეს. ორი ლამაზი ქალბატონის კოცნა 35 000 გირვანქა სტერლინგად შეფასდა.
კეიტ მოსის კოცნა ღონისძიებაზე მყოფ მამაკაცებსაც სურდათ, მით უმეტეს, რომ სუპერმოდელს ზედმეტად გულახდილი შავი ფერის კაბა ეცვა. კეიტი მთელი საღამო ცდილობდა, პაპარაცების საკბილო არ გამხდარიყო და ღრმად ამოჭრილ დეკოლტეს ხელით ისწორებდა. შერონს წითელი კაბა ეცვა. სან-პაულოში შერონი შვილისტოლა საყვარელთან ერთად იმყოფებოდა, კეიტი კი საღამოს ქმრის გარეშე ესწრებოდა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ:
შერონ სტოუნი - გლამურული ყაჩაღი
რიანას და კეიტ მოსის პროვოკაციული ფოტოსესია V Magazine-ისთვის
კეიტ მოსი და ნაომი კემპბელი გაშიშვლნენ