სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
56 წლის კიმ კეტროლი სექსუალურობას არ კარგავს
56 წლის კიმ კეტროლი სექსუალურობას არ კარგავს

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი კიმ კეტ­რო­ლი აცხა­დებს, რომ უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 40 წელი დი­ე­ტა­ზეა, თუმ­ცა 56 წლის ვარ­სკვლა­ვი ჯერ კი­დევ არ კარ­გავს "სექ­სუ­ა­ლუ­რის" ტი­ტულს.

კეტ­როლ­მა, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი ფილმში "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" თა­მა­შით გა­ით­ქვა, აღი­ა­რა, რომ წლებ­თან ერ­თად ტა­ნა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან უჭირს.

"ხში­რად ვხუმ­რობ, რომ 1974 წლი­დან დი­ე­ტა­ზე ვარ, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ეს ნა­წი­ლობ­რივ სი­მარ­თლეა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლად ჭამა და ჩემი სხე­უ­ლი ბუ­ნებ­რი­ვად ასე­თი მოხ­დე­ნი­ლი არ არის, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ასაკ­ში. საკ­მა­ოდ კარ­გი მადა მაქვს", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ვარ­სკვლა­ვი თა­ვა­დაც ვერ წარ­მო­იდ­გენ­და რომ თა­ვის მე­ექ­ვსე ათწლე­ულ­ში, კი­დევ გა­ნაგ­რძობ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი გმი­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბას.

"რო­დე­საც 40 წლის გავ­ხდი, ვფიქ­რობ­დი, უკვე ვე­ღარ შევ­ძლებ­დი სექ­სუ­ა­ლურ სცე­ნებ­ში თა­მაშს. ეს თით­ქმის 20 წლის წინ მოხ­და, მაგ­რამ ასეთ რო­ლებს ახ­ლაც ვას­რუ­ლებ", - აღ­ნიშ­ნა კიმ­მა.

კეტ­როლ­მა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"თუ ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბა და წარ­მა­ტე­ბა მა­მა­კაცს აში­ნებს, ესე იგი საქ­მე ჩემ­ში კი არა, ამ მა­მა­კაც­შია", - გა­ნა­ცხა­და ვარ­სკვლავ­მა.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კიმ კეტ­როლ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კა­ში ქა­ლებს ფაქ­ტობ­რი­ვად ეკ­რძა­ლე­ბათ და­ბე­რე­ბა, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ ზურგს აქ­ცევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია contactmusic.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

56 წლის კიმ კეტროლი სექსუალურობას არ კარგავს

56 წლის კიმ კეტროლი სექსუალურობას არ კარგავს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კიმ კეტროლი აცხადებს, რომ უკვე დაახლოებით 40 წელი დიეტაზეა, თუმცა 56 წლის ვარსკვლავი ჯერ კიდევ არ კარგავს "სექსუალურის" ტიტულს.

კეტროლმა, რომელმაც სახელი ფილმში "სექსი დიდ ქალაქში" თამაშით გაითქვა, აღიარა, რომ წლებთან ერთად ტანადობის შენარჩუნება ძალიან უჭირს.

"ხშირად ვხუმრობ, რომ 1974 წლიდან დიეტაზე ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეა. ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და ჩემი სხეული ბუნებრივად ასეთი მოხდენილი არ არის, განსაკუთრებით ამ ასაკში. საკმაოდ კარგი მადა მაქვს", - განაცხადა მსახიობმა.

მისივე განცხადებით, ვარსკვლავი თავადაც ვერ წარმოიდგენდა რომ თავის მეექვსე ათწლეულში, კიდევ განაგრძობდა სექსუალური გმირების განსახიერებას.

"როდესაც 40 წლის გავხდი, ვფიქრობდი, უკვე ვეღარ შევძლებდი სექსუალურ სცენებში თამაშს. ეს თითქმის 20 წლის წინ მოხდა, მაგრამ ასეთ როლებს ახლაც ვასრულებ", - აღნიშნა კიმმა.

კეტროლმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.

"თუ ჩემი პოპულარობა და წარმატება მამაკაცს აშინებს, ესე იგი საქმე ჩემში კი არა, ამ მამაკაცშია", - განაცხადა ვარსკვლავმა.

ერთ-ერთ ინტერვიუში კიმ კეტროლმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკაში ქალებს ფაქტობრივად  ეკრძალებათ დაბერება, რადგან ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება მათ ზურგს აქცევს.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება