ჯოან კოლინზი: "მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ"

ჯოან კოლინზი: "მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ"

79 წლის მსახიობმა ჯოან კოლინზმა განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება დიეტაზეა და ხშირად უნატრია, გემრიელი კერძის დაგემოვნება.

ჯოანის თქმით, კარგად ესმის იმ ქალბატონების, რომელთაც წონის პრობლემა აქვთ, რადგანაც რამდენჯერმე რეჟისორმა მხოლოდ იმიტომ დაიწუნა, რომ მსუქანი იყო. ვარსკვლავი აცხადებს, რომ რეჟისორების ჯიბრზე, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ჯოანი მსუქანია, დიეტაზე დამჯდარა და რამდენიმე კილო დაუკლია.

"ყველა მსახიობი იძულებით დიეტაზეა. რეჟისორები ყოველთვის ითხოვენ თხელი თეძოსა და გამხდარი სახის გოგონებს. კარიერის დასაწყისში გული ბევრჯერ მტკენია. მეუბნებოდნენ, რომ ქონიანი ვარ და როლებს ვერ ვეღირსები. ჰოლივუდში ეს საკითხი უფრო მძაფრად დგას - რეჟისორი სცენარის წაკითხვამდე მეუბნებოდა, ამ როლზე მაშინ დაგამტკიცებ, როდესაც გახდებიო. პირადი ექიმი ავიყვანე და მისი წყალობით რამდენიმე კილოს დაკლება შევძელი", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება