თეა წულუკიანი - სოსო პავლიაშვილთან კითხვები არსებობს

 თეა წულუკიანი - სოსო პავლიაშვილთან კითხვები არსებობს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან მიმართებაში სოსო პავლიაშვილთან კითხვები არსებობს.

"ეს არის ნაძალადევში მომხდარი მკვლელობის საქმე, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები. ადუაშვილის საქმე წასულია სასამართლოში, მაგრამ იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია სოსო პავლიაშვილთან, მიმდინარეობს ძიება", - განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მოწმე, რომელიც მკვლელობის საქმეში პავლიაშვილის გვარს ასახელებს ზეწოლაზე საუბრობს და აღნიშნა, რომ მზადა არის, მოწმეს პირადად შეხვდეს.

"თუკი მოცემული პირი თვლის, რომ მასზე მიმდინარეობს ზეწოლმა, მე როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვარ მზად, პირადად შევხდე", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ