რობერტ პატისონი ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა

რობერტ პატისონი ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა

26 წლის წლის კინოვარსკვლავმა, რობერტ პატისონმა თაყვანისმცემლებს სიმამაცის მაგალითი უჩვენა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში სერფინგის დაფით ტალღებზე სრიალებდა და არ შეჩერებულა, როცა მისგან 20 მეტრში ზვიგენი გამოჩნდა.

"ზვიგენი დავინახე, მაგრამ მომეჩვენა, რომ არც ისე დიდი ზომის იყო. რამდენიმე წუთში გაუჩინარდა კიდეც. დიდი თეთრი ზვიგენი რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ გავრისკავდი", - განაცხადა მსახიობმა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში პატისონის სიახლოვეს სამი მეტრი სიგრძის ვეფხვისებრი ზვიგენი დაცურავდა.

მტაცებელი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და მკვლელი ზვიგენის მეტსახელით სარგებლობს, თუმცა ამჯერად ყველაფერი უბედური შემთხვევის გარეშე დასრულდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება