ჰოლი ბერი ფეხმძიმედაა

ჰოლი ბერი ფეხმძიმედაა

ჰოლივუდის მსახიობი ჰოლი ბერი ფეხმძიმედაა. 46 წლის ვარსკვლავი მეორე შვილს ელოდება.

ჰოლის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვარსკვლავი საქმროსგან, მსახიობ ოლივიე მარტინესისგან შვილს ელოდება. ეს ბავშვი წყვილისთვის პირველი შვილია. ჰოლის ყოფილი საყვარლისგან, მოდელ გაბრიელ ობრისგან 5 წლის ნაილა ჰყავს.

მსახიობის პირადი ცხოვრება ყოველთვის მრავალფეროვანი იყო. ჰოლი დაშორება-განქორწინების სკანდალური სცენებით ყვითელ პრესას ხშირად ასაზრდოებდა. მსახიობი პირველად 1993 წელს გათხოვდა ბეისბოლისტ დევიდ ჯუსტიზე. მისი მეორე ქმარი კომპოზიტორი ერიკ ბენეტი იყო. წყვილი 2003 წელს განქორწინდა. 2005 წელს ვარსკვლავმა ახალი საყვარელი, მოდელი გაბრიელ ობრი გაიჩინა და მისგან ქალიშვილი, ნაილა შეეძინა. 2010 წელს ბერი საყვარელს დაშორდა. რამდენიმე თვეში კი საზოგადოებას ახალი საყვარელი, ფრანგი მსახიობი ოლივიე მარტინესი გააცნო. 2012 წელს მათ გრანდიოზული ნიშნობა გამართეს. რამდენიმე თვის წინ ჰოლის ყოფილმა საყვარელმა გაბრიელმა და ოლივიემ იჩხუბეს. ჩალურჯებული მამაკაცები პაპარაცებს რამდენიმე კვირა უშედეგოდ ემალებოდნენ.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება