"ნაციონალური მოძრაობისთვის სიმართლის თქმა დისციპლინური გადაცდომაა"

"ნაციონალური მოძრაობისთვის სიმართლის თქმა დისციპლინური გადაცდომაა"

დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ილია გვარჯალაძის განცხადებას დიდი ხმაური მოყვა.

"დღეს სხდომაზე დამტკიცდა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რაც სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან ბუნდოვანი მოლოდინები და ამიტომ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა და ყველა გავაფრთხილო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომ დაცული იქნას კანონის შესაბამისი მუხლი, თორემ სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში ავტომატურად დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი" - განაცხადა გვარჯალაძემ.

აღნიშნული გამოსვლა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა მაკა კვირკველიამ გამგებელზე მუქარათა და შანტაჟად შეაფასა. შემდეგ კი სიტყვა ითხოვა გამგებლის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა ნინო მშვიდობაძემ, რომელიც სკანდალში გაეხვია იმ მიმოწერის გამო, რომელიც მასსა და ია ანთაძეს შორის შედგა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა