დუშეთის 12 სოფლის მოსახლეობა "ენერგო პრო ჯორჯიასგან" პრობლემის მოგვარებას ითხოვს

დუშეთის 12 სოფლის მოსახლეობა "ენერგო პრო ჯორჯიასგან" პრობლემის მოგვარებას ითხოვს

დუშეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. სოფლების შიდა ქსელები მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული, თუმცა ენერგოგამანაწილებელი კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. "ენერგო პრო ჯორჯიაში" კი აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ და მის მოგვარებაზე ეტაპობრივად მუშაობენ.

"მაგათთან უკვე შეუძლებელია ლაპარაკი, რამდენჯერ მივმართეთ, მათ შორის წერილობითაც, მაგრამ პასუხსაც არ გვაძლევენ. ელექტროენერგია იმდენად სუსტია, რომ მოსახლეობა ელექტროტექნიკას ვერ რთავს. 2013 წლის ბოლოს უნდა დაემთავრებინათ გამრიცხველიანება დუშეთის რაიონში, მაგრამ ქვეშეთის თემის სოფლებში ჯერ არც დაუწყიათ", - განაცხადა ქვეშეთის თემის რწმუნებულმა ვანო ებრიალიძემ.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა