გოგა ხაჩიძე - "სახალხო დამცველი ობიექტური უნდა იყოს! წესია ეგეთი"

გოგა ხაჩიძე - "სახალხო დამცველი ობიექტური უნდა იყოს! წესია ეგეთი"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს არაობიქეტურობაში ადანაშაულებს.

"სახალხო დამცველი ობიექტური უნდა იყოს! (წესია ეგეთი...)

ბ-ნ უჩა ნანუაშვილს, ამ ანგარიშის შედგენისას, სხვა დანარჩენთან ერთად, ერთი ამოცანაც ჰქონდა - გარკვეული ბალანსის, თუნდაც მინიმალურად დაცვის მიზნით, ხელისუფლების კრიტიკის კალათშიც ჩაედო რამე...

საბოლოო ჯამში რა მივიღეთ?!...

ძირითადად ორ რამეზე კამათობენ. ერთზე - ქვეყნის შიგნით, მეორეზე - ქვეყნის გარეთაც.

არის, თუ არა სუბარის უწყებაში, ტუბერკულიოზიანი ავადმყოფებისთვის შესაბამისი პირობები და ამზადებენ თუ არა საქართველოში ტერორისტებს...

გაუმარჯოს საქართველოს სახალხო დამცველს!

სამართლიან, ობიექტურ და გულმართალ ადამიანს!

გმადლობთ უჩა!..

ბატონო უჩა!...", - წერს ხაჩიძე "ფეისბუქში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს