სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დემურ დვალიშვილის ოჯახი 20-წლიან დუმილს არღვევს - "მამას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა"
დემურ დვალიშვილის ოჯახი 20-წლიან დუმილს არღვევს - "მამას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა"

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი დე­მურ დვა­ლიშ­ვი­ლი 1994 წლის 9 სექ­ტემ­ბერს გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, შსს-ში და­კი­თხვა­ზე მი­სულ­მა დვა­ლიშ­ვილ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მო­იკ­ლა თავი. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი 20-წლი­ან დუ­მილს არ­ღვევს.

ნინო დვა­ლიშ­ვი­ლი, დე­მურ დვა­ლიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი: - ამ სა­კი­თხზე ლა­პა­რა­კი დღე­საც მი­ჭირს, მაგ­რამ თენ­გიზ სი­გუ­ას და სხვე­ბის ცი­ლისმწა­მებ­ლურ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა მა­ი­ძუ­ლა, ხმა ამო­მე­ღო. ინფლა­ცია, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან მა­მას წა­მოს­ვლის შემ­დგომ და­ი­წყო და კა­ტას­ტრო­ფულ მას­შტაბს მი­აღ­წია, თურ­მე მხო­ლოდ დვა­ლიშ­ვი­ლის ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კის ბრა­ლი ყო­ფი­ლა. შემ­დეგ წა­მო­ი­წია სხვა ვერ­სი­ამ, უნ­დათ, რომ ეს ლი­ბე­რა­ლუ­რი ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კა გა­უ­ცე­მელ ანაბ­რებს და­უ­კავ­ში­რონ. მამა ფი­ზი­კუ­რად ხომ გა­ა­ნად­გუ­რეს, ახლა მისი ოჯა­ხის მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

- თქვენ­მა დე­დამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ი­პო­ვეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ გა­ცე­მულ კრე­დი­ტებ­ზე.

- ლა­პა­რა­კია მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის - თენ­გიზ სი­გუ­ა­სა და რო­მან გო­ცი­რი­ძის - რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბით გა­ცე­მულ სო­ლი­დურ კრე­დი­ტებ­სა და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­და­რი­ცხულ თან­ხებ­ზე. ეროვ­ნულ ბან­კში არის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რა ოდე­ნო­ბის სეს­ხე­ბი გა­ი­ცე­მო­და მათი ნე­ბარ­თვით, ვის­ზე და რო­მელ ქვეყ­ნებ­ში. ე.წ. ჟურ­ნა­ლი და "შავი სიაც", რო­მე­ლიც თურ­მე მა­მას ჰქონ­და, სი­გუ­ას მო­გო­ნი­ლია.

მა­მას მკვლე­ლო­ბა დიდი ხნით ადრე იყო და­გეგ­მი­ლი. მას ხში­რად უწევ­და მივ­ლი­ნე­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა. ერთხელ ჩე­ხეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ვი­ზი­ტით და რო­გორც ით­ქვა, აპი­რებ­დნენ, რომ თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ეგ­დოთ. ამის შემ­დეგ თვითმფრი­ნა­ვი სა­ი­დუმ­ლო მარ­შრუ­ტით დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში. ხში­რად ყო­ფი­ლა მუ­ქა­რის ზა­რე­ბი: მა­გას შუბლს გა­ვუხვრეტთ, ქუ­ჩა­ში გა­ვა­გო­რებ­თო.

ჩემი ვა­რა­უ­დით, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მა­მას ჰქონ­და ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა-გახ­მა­უ­რე­ბაც მათ ხელს არ აძ­ლევ­დათ.

მა­მას თა­ვის მო­საკ­ლა­ვი არა­ფე­რი სჭირ­და, არც ია­რა­ღი ჰქო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა მის მის­ვლას შსს-ში, უთხრეს, რომ რა­ღაც სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვა აინ­ტე­რე­სებ­დათ. ტე­ლე­ვი­ზი­ით იმა­ვე დღეს გავ­რცელ­და ვერ­სია, თით­ქოს მა­მამ ია­რა­ღი პი­ჯა­კის ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო. არა­და, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში სა­ნი­ტა­რი შე­ეს­წრო, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ მისი პი­ჯა­კის ჯი­ბე­ში ია­რა­ღის ჩა­დე­ბას. რო­გორც ჩანს, არ ჩა­ე­ტია და შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, დვა­ლიშ­ვილ­მა ია­რა­ღი შარ­ვლის სარ­ტყლი­დან ამო­ი­ღოო. საქ­მე ისე და­ხუ­რეს, ია­რა­ღის წარ­მო­მავ­ლო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი დარ­ჩა. მა­მას ია­რა­ღი ერთი წლის ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, ბან­კის სე­იფ­ში იდო. გარ­და ამი­სა, შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა ადას­ტუ­რებ­და, რომ ტყვია შო­რი­დან იყო ნას­რო­ლი. ეს ინ­ფორ­მა­ცია ახ­ლო­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა მოგ­ვა­წო­და.

- რა დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნა გა­მო­ძი­ე­ბამ მა­მათ­ქვენს?

- დარ­ღვე­ვე­ბი რომ ჰქო­ნო­და, და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ. მისი მო­ად­გი­ლე ფი­ჩხა­ძე, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ გას­ცემ­და კრე­დი­ტებს, მა­შინ უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. მა­მას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი ის­რა­ელ­ში გა­მოჩ­ნდა.

ვე­ლო­დე­ბი, რო­დის შე­ი­ტანს სა­ჩი­ვარს ბიზ­ნეს­მენ­თა და ფი­ნან­სის­ტთა ასო­ცი­ა­ცია. ამის შემ­დეგ ჩა­ვერ­თვე­ბი პრო­ცეს­ში და მო­ვი­თხოვ გა­მო­ძი­ე­ბას, რა ხდე­ბო­და ეროვ­ნულ ბან­კში მა­მას მის­ვლამ­დე და მისი წა­მოს­ვლის შემ­დეგ. მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა­ზე კი იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- მა­ინც ვის ადა­ნა­შა­უ­ლებთ მა­მის მკვლე­ლო­ბა­ში?

- ამა­ზე მაქვს ერთი პა­სუ­ხი - ჩემ­თვის თენ­გიზ სი­გუა მა­მის მკვლელ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც სი­გუა 1993 წლის და­სა­წყი­სი­დან აკე­თებ­და...

ლა­პა­რა­კო­ბენ 1992-93 წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ლი­ბე­რა­ლურ ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კა­ზე, რაც თით­ქოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­უ­ცე­მე­ლი საბ­ჭო­თა ანაბ­რე­ბის თე­მას­თან და რა­ტომ­ღაც არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმ­ხა­ნად ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რა ხდე­ბო­და 1992 წლის იან­ვრი­დან ეროვ­ნულ ბანკსა და სა­ბან­კო სის­ტე­მა­ში. ნა­ხონ, რა რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დი­ტი გა­ი­ცა ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 1993 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან და ლი­ბე­რა­ლუ­რი ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ შემ­დეგ ილა­პა­რა­კონ. მამა არა­სო­დეს გა­ურ­ბო­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ამ­ბობ­და - შე­საძ­ლოა, მეც შე­მე­შა­ლა, რა­ღაც ბო­ლომ­დე ვერ გავ­თვა­ლე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ლი­ბე­რა­ლურ ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კას მცი­რე დო­ზით რა­ღაც უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, ეს იყო უმ­ნიშ­ვნე­ლო და არა გან­მსა­ზღვრე­ლიო.

ნინო დვა­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი ყო­ფილ პრე­მი­ერ თენ­გიზ სი­გუ­ას ვთხო­ვეთ:

- აჯო­ბებს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ცოტა თავი შე­ი­წუ­ხოთ, წაბ­რძან­დეთ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, გა­ეც­ნოთ 1993 წლის პრე­სას, ძი­რი­თა­დად - "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კას", რო­მელ­შიც ქვეყ­ნდე­ბო­და ყვე­ლა დად­გე­ნი­ლე­ბა. და­უ­დეთ დვა­ლიშ­ვი­ლებს ეს მა­სა­ლა და უთხა­რით, რომ კრე­დი­ტე­ბის 90% გა­ცე­მუ­ლია დე­მურ დვა­ლიშ­ვი­ლის მიერ.

შე­ვარ­დნა­ძე ურე­კავ­და დვა­ლიშ­ვილს - დე­პუ­ტა­ტე­ბი რომ მოვ­ლენ, გა­ე­ცი კრე­დი­ტიო. დე­პუ­ტა­ტე­ბი კრე­დიტს თა­ვის­თვის კი არ იღებ­დნენ, სხვა­დას­ხვა ფირ­მას შუ­ა­მავ­ლობ­დნენ. მას კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნალ­ში ჰქონ­და აღ­რი­ცხუ­ლი. ცნო­ბი­ლი იყო, რო­მელ ფირ­მე­ბის სა­ხელ­ზე იყო გა­ცე­მუ­ლი კრე­დი­ტე­ბი, მაგ­რამ არ უნ­დო­დათ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო ვინ იყო გას­ვრი­ლი ამ საქ­მე­ში და ამი­ტო­მაც გა­და­მა­ლეს ჟურ­ნა­ლი.

ჟურ­ნალ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი, ვინც დვა­ლიშ­ვილ­თან კრე­დი­ტის სა­თხოვ­ნე­ლად მი­დი­ო­და. ეს ჟურ­ნა­ლი დღემ­დე გამ­ქრა­ლია. რო­დე­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ დვა­ლიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ბა­რა და მოს­თხო­ვა ჟურ­ნა­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ გა­დას­ცა. ჟურ­ნა­ლი უნდა მოს­თხო­ვონ იმ­ჟა­მინ­დელ პრო­კუ­რორ ბა­ბი­ლაშ­ვილს, ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რამ ის შსს-დან ამო­ი­ღო. დვა­ლიშ­ვი­ლი შე­ვარ­დნა­ძემ გა­მო­ი­ყე­ნა და შემ­დეგ მო­საკ­ლა­ვად გა­ი­მე­ტა, პა­სუ­ხიც იმას მოს­თხო­ვონ, მე რას მერ­ჩი­ან!

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დემურ დვალიშვილის ოჯახი 20-წლიან დუმილს არღვევს - "მამას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა"

დემურ დვალიშვილის ოჯახი 20-წლიან დუმილს არღვევს - "მამას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი 1994 წლის 9 სექტემბერს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, შსს-ში დაკითხვაზე მისულმა დვალიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. გარდაცვლილის ოჯახი 20-წლიან დუმილს არღვევს.

ნინო დვალიშვილი, დემურ დვალიშვილის ქალიშვილი: - ამ საკითხზე ლაპარაკი დღესაც მიჭირს, მაგრამ თენგიზ სიგუას და სხვების ცილისმწამებლურმა განცხადებებმა მაიძულა, ხმა ამომეღო. ინფლაცია, რომელიც ეროვნული ბანკიდან მამას წამოსვლის შემდგომ დაიწყო და კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია, თურმე მხოლოდ დვალიშვილის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ბრალი ყოფილა. შემდეგ წამოიწია სხვა ვერსიამ, უნდათ, რომ ეს ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაუცემელ ანაბრებს დაუკავშირონ. მამა ფიზიკურად ხომ გაანადგურეს, ახლა მისი ოჯახის მორალურად განადგურებას ცდილობენ.

- თქვენმა დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოიპოვეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაღალჩინოსნების მიერ გაცემულ კრედიტებზე.

- ლაპარაკია მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრების - თენგიზ სიგუასა და რომან გოცირიძის - რეზოლუციებით გაცემულ სოლიდურ კრედიტებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადარიცხულ თანხებზე. ეროვნულ ბანკში არის ყველა ინფორმაცია, რა ოდენობის სესხები გაიცემოდა მათი ნებართვით, ვისზე და რომელ ქვეყნებში. ე.წ. ჟურნალი და "შავი სიაც", რომელიც თურმე მამას ჰქონდა, სიგუას მოგონილია.

მამას მკვლელობა დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. მას ხშირად უწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება. ერთხელ ჩეხეთში იმყოფებოდა ვიზიტით და როგორც ითქვა, აპირებდნენ, რომ თვითმფრინავი, რომლითაც იგი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოეგდოთ. ამის შემდეგ თვითმფრინავი საიდუმლო მარშრუტით დაბრუნდა თბილისში. ხშირად ყოფილა მუქარის ზარები: მაგას შუბლს გავუხვრეტთ, ქუჩაში გავაგორებთო.

ჩემი ვარაუდით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესახებ მამას ჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება-გახმაურებაც მათ ხელს არ აძლევდათ.

მამას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა, არც იარაღი ჰქონია. რაც შეეხება მის მისვლას შსს-ში, უთხრეს, რომ რაღაც საკითხების გარკვევა აინტერესებდათ. ტელევიზიით იმავე დღეს გავრცელდა ვერსია, თითქოს მამამ იარაღი პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო. არადა, რეანიმაციაში სანიტარი შეესწრო, როგორ ცდილობდნენ მისი პიჯაკის ჯიბეში იარაღის ჩადებას. როგორც ჩანს, არ ჩაეტია და შემდეგ განაცხადეს, დვალიშვილმა იარაღი შარვლის სარტყლიდან ამოიღოო. საქმე ისე დახურეს, იარაღის წარმომავლობა გაურკვეველი დარჩა. მამას იარაღი ერთი წლის ჩაბარებული ჰქონდა, ბანკის სეიფში იდო. გარდა ამისა, შემავალი და გამავალი ჭრილობა ადასტურებდა, რომ ტყვია შორიდან იყო ნასროლი. ეს ინფორმაცია ახლობელმა ექსპერტმა მოგვაწოდა.

- რა დარღვევები აღმოუჩინა გამოძიებამ მამათქვენს?

- დარღვევები რომ ჰქონოდა, დააპატიმრებდნენ. მისი მოადგილე ფიჩხაძე, რომელიც უკანონოდ გასცემდა კრედიტებს, მაშინ უკვე დაკავებული იყო. მამას მკვლელობის შემდეგ ეს ადამიანი ისრაელში გამოჩნდა.

ველოდები, როდის შეიტანს საჩივარს ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია. ამის შემდეგ ჩავერთვები პროცესში და მოვითხოვ გამოძიებას, რა ხდებოდა ეროვნულ ბანკში მამას მისვლამდე და მისი წამოსვლის შემდეგ. მკვლელობის საქმის გამოძიების დაწყებაზე კი იურიდიული კონსულტაციების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

- მაინც ვის ადანაშაულებთ მამის მკვლელობაში?

- ამაზე მაქვს ერთი პასუხი - ჩემთვის თენგიზ სიგუა მამის მკვლელთან ასოცირდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ყველაფერი ის, რასაც სიგუა 1993 წლის დასაწყისიდან აკეთებდა...

ლაპარაკობენ 1992-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, რაც თითქოს დაკავშირებულია გაუცემელი საბჭოთა ანაბრების თემასთან და რატომღაც არ ითვალისწინებენ იმხანად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რა ხდებოდა 1992 წლის იანვრიდან ეროვნულ ბანკსა და საბანკო სისტემაში. ნახონ, რა რაოდენობის კრედიტი გაიცა ნაღდი ფულის სახით 1993 წლის ოქტომბრიდან და ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ შემდეგ ილაპარაკონ. მამა არასოდეს გაურბოდა პასუხისმგებლობას, ამბობდა - შესაძლოა, მეც შემეშალა, რაღაც ბოლომდე ვერ გავთვალე, არ არის გამორიცხული, ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მცირე დოზით რაღაც უარყოფითი გავლენა მოეხდინა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მაგრამ გარწმუნებთ, ეს იყო უმნიშვნელო და არა განმსაზღვრელიო.

ნინო დვალიშვილის განცხადებებზე კომენტარი ყოფილ პრემიერ თენგიზ სიგუას ვთხოვეთ:

- აჯობებს, ჟურნალისტებმა ცოტა თავი შეიწუხოთ, წაბრძანდეთ ბიბლიოთეკაში, გაეცნოთ 1993 წლის პრესას, ძირითადად - "საქართველოს რესპუბლიკას", რომელშიც ქვეყნდებოდა ყველა დადგენილება. დაუდეთ დვალიშვილებს ეს მასალა და უთხარით, რომ კრედიტების 90% გაცემულია დემურ დვალიშვილის მიერ.

შევარდნაძე ურეკავდა დვალიშვილს - დეპუტატები რომ მოვლენ, გაეცი კრედიტიო. დეპუტატები კრედიტს თავისთვის კი არ იღებდნენ, სხვადასხვა ფირმას შუამავლობდნენ. მას კი ეს ყველაფერი ჟურნალში ჰქონდა აღრიცხული. ცნობილი იყო, რომელ ფირმების სახელზე იყო გაცემული კრედიტები, მაგრამ არ უნდოდათ გამჟღავნებულიყო ვინ იყო გასვრილი ამ საქმეში და ამიტომაც გადამალეს ჟურნალი.

ჟურნალში რეგისტრირებულია ყველა დეპუტატი, ვინც დვალიშვილთან კრედიტის სათხოვნელად მიდიოდა. ეს ჟურნალი დღემდე გამქრალია. როდესაც საპარლამენტო სპეციალურმა კომისიამ დვალიშვილი პარლამენტში დაიბარა და მოსთხოვა ჟურნალი, პროკურატურამ არ გადასცა. ჟურნალი უნდა მოსთხოვონ იმჟამინდელ პროკურორ ბაბილაშვილს, ვინაიდან პროკურატურამ ის შსს-დან ამოიღო. დვალიშვილი შევარდნაძემ გამოიყენა და შემდეგ მოსაკლავად გაიმეტა, პასუხიც იმას მოსთხოვონ, მე რას მერჩიან!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ