მაშო მელქაძე: "საკმაოდ ლამაზი მუცელი მაქვს..."

მაშო მელქაძე: "საკმაოდ ლამაზი მუცელი მაქვს..."

ახალგაზრდა მსახიობი, მაშო მელქაძე სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ქარაფშუტა ნინის როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ოფისში არაფერს აკეთებს, ნინი მაინც "ვიპ" თანამშრომლად მიიჩნევა: გავლენიანი მამიკოს წყალობით, სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხე არ ემუქრება... სერიალის ახალ სეზონში მაშოს გმირი დიდი მუცლით გამოჩნდა და ტელემაყურებლების ყურადღებაც უფრო მეტად მიიქცია...

- მაშო, სინამდვილეშიც ორსულად ხარ?

- კი, ორსულად ვარ.

- ანუ სცენარი შენს ორსულობას "მოარგეს".

- ასეა.

- როდის დაოჯახდი?

- ზაფხულში.

- სერიალის გასული სეზონის პერიოდში მითხარი, რომ შეყვარებული არ იყავი.

- ჩემი სიყვარულის ამბავი არ დამიმალავს. შეყვარებულები მხოლოდ 5 თვე ვიყავით, მალე დავოჯახდით.

- სერიალში დიდი მუცლით გამოჩნდი თუ არა, სოციალურ ქსელში დაწერეს, - ბალიში წესიერად მაინც ჩაედოო.

- ეს კომენტარი მეც ვნახე. მგონი, საკმაოდ ლამაზი მუცელი მაქვს და უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ბალიში არ მიდევს, რეალურადაც ორსულად ვარ...

- ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ როლს კარგად ასრულებ. მგონი, ორსულს უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაგიჩნდა.

- ალბათ, იმიტომ, რომ ვრცელი, ემოციური და საინტერესო ტექსტი მომცეს... ხალხს სიახლე უყვარს და აჟიოტაჟიც ამან გამოიწვია.

- ალბათ, სერიალის შემოქმედებითი გუნდისთვის ახლა რეალურადაც "ვიპ" თანამშრომელი ხარ და ორსულს განსაკუთრებული ყურადღებით გექცევიან. ასეა?

- რა თქმა უნდა, თანამშრომლები ძალიან მიფრთხილდებიან.

- როგორი ორსულობა გაქვს?

- მშვენიერი... თეატრში ისეთი როლები მქონდა, რომ ჩემი მდგომარეობის გამო, სცენაზე ვეღარ ვთამაშობ. ჰოდა, ძალიან მიხარია, რომ სერიალში ვარ დაკავებული და შინ არ ვზივარ.

- ხასიათი ხომ არ შეგეცვალა?

- არა, უბრალოდ, უფრო მეტად სენტიმენტალური გავხდი.

- განსაკუთრებული სურვილები არ გიჩნდება?

- ერთხელ ხურმის ჩირი მომინდა და მეუღლემ მომიტანა (იცინის).

- რამდენი თვის ორსული ხარ?

- 7-ის ვხდები.

- ბავშვის სქესი უკვე იცი?

- ვიცი, მაგრამ არ გეტყვით (იცინის)... სხვათა შორის, ჩემს პატარას მუსიკას ვასმენინებ, მე და ჩემი მეუღლე ველაპარაკებით კიდეც. მოკლედ, ბავშვს, უკვე როგორც პიროვნებას, ისე ვექცევი.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება