სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნუკა მარგველაშვილი - "მაქვს თვისება, რომელიც მსახიობისთვის დამღუპველია"
ნუკა მარგველაშვილი - "მაქვს თვისება, რომელიც მსახიობისთვის დამღუპველია"

"ბა­ბუა ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, თენ­გიზ ზე­ინ­კლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა მღე­რო­და. სიმ­ღე­რა ლა­პა­რაკ­თან ერ­თად და­ვი­წყე, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არა­სო­დეს მქო­ნია სურ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე მემ­ღე­რა", - მი­თხრა მსა­ხი­ობ­მა ნუკა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც რო­გორც მომ­ღე­რალს, მხო­ლოდ ვიწ­რო წრე­ში იც­ნო­ბენ. ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლი­დან - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" გა­იც­ნო...

- სამი წლის წინ, მიშა მდი­ნა­რა­ძის სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, რო­მელ­მაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ცოტა ხნის წინ კი მე­გობ­რებ­მა მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში, კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­მა­წყვე­ტი­ნეს. ჰოდა, ვი­ნა­ი­დან პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ, თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ღა­მო "გა­ვა­კე­თეთ"... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია და გული მწყდე­ბა, რომ ახლა თე­ატ­რში არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­ტო­ნი გოგი ქავ­თა­რა­ძის ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დი. მან არა მარ­ტო სპე­ცი­ა­ლო­ბა, სტუ­დენ­ტებს ცხოვ­რე­ბაც გვას­წავ­ლა. ჩემი კა­რი­ე­რა "თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში" და­ი­წყო.

- რო­გორ მოხ­ვდი სე­რი­ალ­ში - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან"?

- კას­ტინგზე მი­ვე­დი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და. მი­თხრეს, - უზ­ნეო, ცუდი ენის პატ­რო­ნი და გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას როლი გვაქ­ვსო. რა და­ვა­ლე­ბაც მომ­ცეს, შე­ვას­რუ­ლე და ამიყ­ვა­ნეს. მე და სა­ლო­მე ნი­ნუა პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყა­ვით და ჩვენს გმი­რებ­ზე თა­ვად­ვე ვხა­ლი­სობ­დით.

- ბა­ბუა თუ გახ­სოვს?

- სამ­წუ­ხა­როდ, 2 წლის ვი­ყა­ვი, როცა ის გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა... დე­დამ ბა­ბუს პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვი­დან­ვე ჩაგ­ვი­ნერ­გა. ბაბუ თურ­მე, ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, - მომ­ღერ­ლო­ბა დიდ თავ­გან­წირ­ვას მო­ი­თხოვს და ამ საქ­მი­ა­ნო­ბას დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლიც ახ­ლავ­სო. ალ­ბათ, ერ­თგვა­რად, ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ სიმ­ღე­რას არ გავ­ყე­ვი... სა­დაც ბა­ბუს სა­ხელს ვახ­სე­ნებ, ყვე­ლა პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს. მეც გა­მოვ­ხა­ტე მის­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მა და ჩემს შვილს თენ­გი­ზი და­ვარ­ქვი... ბა­ბუს ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, ამი­ტომ ჩვენს სახ­ლში თურ­მე, ყო­ველ­თვის ქე­ი­ფი­სა და სიმ­ღე­რის ხმა ის­მო­და და სტუმ­რის­თვის კარი დღემ­დე ღია გვაქვს... ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა ჯანო კა­ხი­ძე გვეს­ტუმ­რა და თა­მა­დო­ბაც მას "მი­უ­სა­ჯეს". მან დანა-ჩან­გლით თეფ­შზე ისე­თი მუ­სი­კა და­უკ­რა, რომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დიდ­ხანს გამ­ყვა... დედა ხში­რად მიყ­ვე­ბა ძველ ამ­ბებს. ერთხელ მი­ამ­ბო: ზღვა­ზე ვის­ვე­ნებ­დით და მე­ზობ­ლებ­მა და­ი­ჩივ­ლეს: ზე­ინ­კლიშ­ვი­ლებ­თან ქე­ი­ფი დი­ლი­დან იწყე­ბაო. მერე და­ვაკ­ვირ­დით და მივ­ხვდით, დი­ლით ჩაის რომ შე­ვექ­ცე­ო­დით, ჯერ ბებო წა­იმ­ღე­რებ­და, მერე მამა შე­უ­ერ­თდე­ბო­და და მთე­ლი ოჯა­ხი ნელ-ნელა, მათ ავ­ყვე­ბო­დით ხოლ­მეო. თურ­მე, ბა­ბუს შე­ეძ­ლო, ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ან­თან ისე ემე­გობ­რა, რო­გორც თა­ნა­ტოლ­თან.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას მე­ტყვი?

- ჩემი ვა­ჟის მა­მას­თან და­შო­რე­ბუ­ლი ვარ. ჩვენ ოჯა­ხი პა­ტა­რა ასაკ­ში შევ­ქმე­ნით... ბავ­შვს გა­ჩე­ნის დღი­დან ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ცხოვ­რე­ბა­ში რო­გორ წარ­მა­ტე­ბა­საც უნდა მი­ვაღ­წიო, ჩემს შვილ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან­სა და ძვირ­ფასს ვე­რა­ფერს შევ­ქმნი. დე­დო­ბა უმაგ­რე­სი გრძნო­ბაა; გარ­და იმი­სა, რომ შვილ­ზე ზრუ­ნავ, გულ­ში იმის გან­ცდაც გაქვს, რომ ამ­ქვეყ­ნად შენს ცხოვ­რე­ბა­საც ჰქო­ნია აზრი, რად­გან მო­გე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სხვა ადა­მი­ან­საც უბო­ძო სი­ცო­ცხლე.

- ვო­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის მხრივ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- სურ­ვი­ლი მაქვს, ალ­ბო­მი გა­მო­ვუშ­ვა, რად­გან ჩემი სიმ­ღე­რე­ბი და­სა­კარ­გად არ მე­მე­ტე­ბა. თა­ნაც, ამ­ბო­ბენ, რომ ამ სიმ­ღე­რებს გა­ჰი­ტე­ბის დიდი შან­სი აქვს. ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რი ძი­რი­თა­დად, ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბია, რო­მე­ლიც მიშა მდი­ნა­რა­ძემ "გა­ა­კე­თა"...

- მღე­რი, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ხარ. მი­უ­ზიკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე არა­სო­დეს გი­ფიქ­რია?

- რო­გორ არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ "თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში" 5 წელი ისე ვთა­მა­შობ­დი, რომ არა­ვინ იცო­და, სიმ­ღე­რა თუ შე­მეძ­ლო... დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი რო­მე­ლი­მე არა­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც. მა­გა­ლი­თად, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი ფინ­ჯან ჩა­ის­თან გა­ტა­რე­ბულ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის სა­ღა­მოს... მაგ­რამ მაქვს სა­ში­ნე­ლი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მსა­ხი­ო­ბის­თვის, დამ­ღუპ­ვე­ლია: თუ რა­ღაც ერთხელ არ გა­მო­ვა, ბედს მე­ო­რე­დაც ვცდი, მაგ­რამ თუ მი­ზანს ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვერ მი­ვაღ­წევ, მერე ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბის ხა­ლისს ვკარ­გავ; ასე მგო­ნია, არა­სო­დეს არა­ფე­რი გა­მო­ვა და ვე­ღა­რა­ფე­რი მა­ი­ძუ­ლებს, კი­დევ ერთხელ ვცა­დო ბედი. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, ვინ­მეს თუ დავ­ჭირ­დე­ბი, თა­ვად გა­ვახ­სენ­დე­ბი. არ ვარ "ჟილ­კი­ა­ნი". ხში­რად ვამ­ბობ, - რად უნდა ხე­ლოვ­ნე­ბას "ჟილ­კა"? თუ კარ­გი ხარ, ისე­დაც მო­გაგ­ნე­ბენ-მეთ­ქი, მაგ­რამ იმა­საც ვხვდე­ბი, რომ მთლად ასეც არ არის საქ­მე... პო­პუ­ლა­რო­ბა ჩემი თვით­მი­ზა­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა; იმას ვა­კე­თებ, რაც მიყ­ვარს და თუ ვინ­მეს ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ბედ­ნი­ე­რი ვარ.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნუკა მარგველაშვილი - "მაქვს თვისება, რომელიც მსახიობისთვის დამღუპველია"

ნუკა მარგველაშვილი - "მაქვს თვისება, რომელიც მსახიობისთვის დამღუპველია"

"ბაბუა ოპერის მომღერალი, თენგიზ ზეინკლიშვილი გახლდათ. ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა. სიმღერა ლაპარაკთან ერთად დავიწყე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს მქონია სურვილი, სცენაზე მემღერა", - მითხრა მსახიობმა ნუკა მარგველაშვილმა, რომელსაც როგორც მომღერალს, მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობენ. ის ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო...

- სამი წლის წინ, მიშა მდინარაძის სიმღერა ჩავწერე, რომელმაც ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, ცოტა ხნის წინ კი მეგობრებმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, კონცერტის ჩატარება გადამაწყვეტინეს. ჰოდა, ვინაიდან პროფესიით მსახიობი ვარ, თეატრალიზებული საღამო "გავაკეთეთ"... ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და გული მწყდება, რომ ახლა თეატრში არ ვარ დაკავებული... თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონი გოგი ქავთარაძის ჯგუფში ვსწავლობდი. მან არა მარტო სპეციალობა, სტუდენტებს ცხოვრებაც გვასწავლა. ჩემი კარიერა "თეატრალურ სარდაფში" დაიწყო.

- როგორ მოხვდი სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან"?

- კასტინგზე მივედი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი გამომივიდოდა. მითხრეს, - უზნეო, ცუდი ენის პატრონი და გათავხედებული გოგონას როლი გვაქვსო. რა დავალებაც მომცეს, შევასრულე და ამიყვანეს. მე და სალომე ნინუა პარტნიორები ვიყავით და ჩვენს გმირებზე თავადვე ვხალისობდით.

- ბაბუა თუ გახსოვს?

- სამწუხაროდ, 2 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მან ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა... დედამ ბაბუს პატივისცემა და სიყვარული თავიდანვე ჩაგვინერგა. ბაბუ თურმე, ყოველთვის ამბობდა, - მომღერლობა დიდ თავგანწირვას მოითხოვს და ამ საქმიანობას დიდი გულისტკივილიც ახლავსო. ალბათ, ერთგვარად, ამანაც განაპირობა, რომ სიმღერას არ გავყევი... სადაც ბაბუს სახელს ვახსენებ, ყველა პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებს. მეც გამოვხატე მისდამი პატივისცემა და ჩემს შვილს თენგიზი დავარქვი... ბაბუს ბევრი მეგობარი ჰყავდა, ამიტომ ჩვენს სახლში თურმე, ყოველთვის ქეიფისა და სიმღერის ხმა ისმოდა და სტუმრისთვის კარი დღემდე ღია გვაქვს... ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჯანო კახიძე გვესტუმრა და თამადობაც მას "მიუსაჯეს". მან დანა-ჩანგლით თეფშზე ისეთი მუსიკა დაუკრა, რომ შთაბეჭდილება დიდხანს გამყვა... დედა ხშირად მიყვება ძველ ამბებს. ერთხელ მიამბო: ზღვაზე ვისვენებდით და მეზობლებმა დაიჩივლეს: ზეინკლიშვილებთან ქეიფი დილიდან იწყებაო. მერე დავაკვირდით და მივხვდით, დილით ჩაის რომ შევექცეოდით, ჯერ ბებო წაიმღერებდა, მერე მამა შეუერთდებოდა და მთელი ოჯახი ნელ-ნელა, მათ ავყვებოდით ხოლმეო. თურმე, ბაბუს შეეძლო, ყველა ასაკის ადამიანთან ისე ემეგობრა, როგორც თანატოლთან.

- პირად ცხოვრებაზე რას მეტყვი?

- ჩემი ვაჟის მამასთან დაშორებული ვარ. ჩვენ ოჯახი პატარა ასაკში შევქმენით... ბავშვს გაჩენის დღიდან ზრდასრული ადამიანივით ველაპარაკები. ცხოვრებაში როგორ წარმატებასაც უნდა მივაღწიო, ჩემს შვილზე მნიშვნელოვანსა და ძვირფასს ვერაფერს შევქმნი. დედობა უმაგრესი გრძნობაა; გარდა იმისა, რომ შვილზე ზრუნავ, გულში იმის განცდაც გაქვს, რომ ამქვეყნად შენს ცხოვრებასაც ჰქონია აზრი, რადგან მოგეცა საშუალება, სხვა ადამიანსაც უბოძო სიცოცხლე.

- ვოკალური კარიერის მხრივ რა გეგმები გაქვს?

- სურვილი მაქვს, ალბომი გამოვუშვა, რადგან ჩემი სიმღერები დასაკარგად არ მემეტება. თანაც, ამბობენ, რომ ამ სიმღერებს გაჰიტების დიდი შანსი აქვს. ჩემი რეპერტუარი ძირითადად, ძველი სიმღერების ახლებური ვერსიებია, რომელიც მიშა მდინარაძემ "გააკეთა"...

- მღერი, პროფესიით მსახიობი ხარ. მიუზიკლში მონაწილეობაზე არასოდეს გიფიქრია?

- როგორ არ მიფიქრია, მაგრამ "თეატრალურ სარდაფში" 5 წელი ისე ვთამაშობდი, რომ არავინ იცოდა, სიმღერა თუ შემეძლო... დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რომელიმე არაპოლიტიკური გადაცემის წამყვანიც. მაგალითად, სიამოვნებით გავაკეთებდი ფინჯან ჩაისთან გატარებულ ქართული სიმღერის საღამოს... მაგრამ მაქვს საშინელი თვისება, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მსახიობისთვის, დამღუპველია: თუ რაღაც ერთხელ არ გამოვა, ბედს მეორედაც ვცდი, მაგრამ თუ მიზანს ამ შემთხვევაშიც ვერ მივაღწევ, მერე ყველაფრის გაკეთების ხალისს ვკარგავ; ასე მგონია, არასოდეს არაფერი გამოვა და ვეღარაფერი მაიძულებს, კიდევ ერთხელ ვცადო ბედი. რატომღაც მგონია, ვინმეს თუ დავჭირდები, თავად გავახსენდები. არ ვარ "ჟილკიანი". ხშირად ვამბობ, - რად უნდა ხელოვნებას "ჟილკა"? თუ კარგი ხარ, ისედაც მოგაგნებენ-მეთქი, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ მთლად ასეც არ არის საქმე... პოპულარობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა; იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და თუ ვინმეს ამით სიამოვნებას ვანიჭებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედნიერი ვარ.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"