მოდელი ლეტიცია კასტა Chanel-ის სათვალეების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას რეკლამას უკეთებს.
"გაიკეთეთ მზის სათვალე და ათი წლით გაახალგაზრდავდით",- ურჩია ერთხელ ქალბატონებს მოდის სახლ Chanel -ის კრეატიულმა დირექტორმა კარლ ლაგერფელდმა. თავად დიზაინერი ამ აქსესუარს თითქმის არასდროს იშორებს, ახალა კი მისი შექმნილი Chanel-ის სათვალე ლეტიცია კასტას მოარგო.
საფრანგეთის სექს-სომბოლო კომპანიის სათვალეების ახალი კოლექციის სახე გახდა. მოდელი სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიისთვის თავად ლაგერფელდისთვის პოზირებდა, რომელმაც, როგორც ყოველთვის, შავ-თეთრი ფოტოები გადაიღო.
მომზადებულია tatler.ru-ს მიხედვით.