წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმასა და ჯიმასტაროში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ჰექტარამდე ტყე დაიწვა.
ხანძრის ლოკალიზება ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დილით, გამთენიისას შეძლეს.
ხანძრის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია, რადგან ადგილობრივმა მეხანძრეებმა ქუთაისის მეხანძრეების დახმარებით ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ წუხელ გვიან შეძლეს.
ამ დროისათვის კი ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.