სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უგულავამ პრეზიდენტობა "არ მინდაო" (?!)
უგულავამ პრეზიდენტობა "არ მინდაო" (?!)

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­პე­ტი­ებ­ზე წერა ჯერ ნა­ად­რე­ვია და არც ვა­პი­რებ­დი, თბი­ლი­სის მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბა რომ არ წა­მე­კი­თხა. კერ­ძოდ, უგუ­ლა­ვამ თქვა, რომ არ აპი­რებს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე კენ­ჭისყრას და არც პარ­ტია გა­ნი­ხი­ლავს ამ სა­კითხს.

"მე ვარ ქა­ლა­ქის მერი, არ­ჩე­უ­ლი პირ­და­პი­რი წე­სით 2014 წლამ­დე. მაქვს უამ­რა­ვი გეგ­მა, პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც და­წყე­ბუ­ლია; სო­ცი­ა­ლუ­რი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა მი­ვი­დეს 2014 წლამ­დე და, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­დევ­ნო მერ­მა, რო­მელ­საც აირ­ჩევს ქა­ლა­ქი, გა­და­ი­ბა­როს. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა რომ მი­კა­ვია, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და გა­მოწ­ვე­ვაა. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ, სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა რაც უნდა მიმ­ზიდ­ვე­ლი ჩან­დეს ვინ­მეს­თვის", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

უკვე მე­მი­ლი­ო­ნე­ჯერ მი­წევს იმის აღ­ნიშ­ვნა, რომ მარ­თლაც დრო­ნი მე­ფო­ბენ და არა მე­ფე­ნი. სულ რა­ღაც ორი წლის წინ უგუ­ლა­ვა­ზე შეგ­ვეძ­ლო გვე­წე­რა, რო­გორც რე­ა­ლურ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე და სხვა­თა შო­რის, თა­ვად უწყობ­და ხელს, რომ მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ა­ში ეს თემა მუ­დამ აქ­ტი­უ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

უგუ­ლა­ვა, ისე რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა ლი­დე­რე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ბოდ­ნენ და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ვი­დო­და მხო­ლოდ იქამ­დე - ვის და­ტო­ვებ­და "მემ­კვიდ­რედ" სა­ა­კაშ­ვი­ლი. უფრო ზუს­ტად, "სკა­მის შემ­ნა­ხა­ვად" მო­რიგ, 2017 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე (მა­ნამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრე­მი­ე­რის პოსტზე "შე­ის­ვე­ნებ­და").

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

უგულავამ პრეზიდენტობა "არ მინდაო" (?!)

უგულავამ პრეზიდენტობა "არ მინდაო" (?!)

საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებზე წერა ჯერ ნაადრევია და არც ვაპირებდი, თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადება რომ არ წამეკითხა. კერძოდ, უგულავამ თქვა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას და არც პარტია განიხილავს ამ საკითხს.

"მე ვარ ქალაქის მერი, არჩეული პირდაპირი წესით 2014 წლამდე. მაქვს უამრავი გეგმა, პროექტი, რომლებიც დაწყებულია; სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა მივიდეს 2014 წლამდე და, შესაბამისად, მომდევნო მერმა, რომელსაც აირჩევს ქალაქი, გადაიბაროს. ეს თანამდებობა რომ მიკავია, ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ, სხვა თანამდებობა რაც უნდა მიმზიდველი ჩანდეს ვინმესთვის", - აღნიშნა უგულავამ.

უკვე მემილიონეჯერ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ მართლაც დრონი მეფობენ და არა მეფენი. სულ რაღაც ორი წლის წინ უგულავაზე შეგვეძლო გვეწერა, როგორც რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატზე და სხვათა შორის, თავად უწყობდა ხელს, რომ მის მიერ კონტროლირებად მედიაში ეს თემა მუდამ აქტიური ყოფილიყო.

უგულავა, ისე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები, დარწმუნებული იყვნენ, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისევ ხელისუფლებაში დარჩებოდნენ და საპრეზიდენტო არჩევნები დავიდოდა მხოლოდ იქამდე - ვის დატოვებდა "მემკვიდრედ" სააკაშვილი. უფრო ზუსტად, "სკამის შემნახავად" მორიგ, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე (მანამდე სააკაშვილი, სავარაუდოდ, პრემიერის პოსტზე "შეისვენებდა").

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა