პროფესიით - "ქალთევზა"

პროფესიით - "ქალთევზა"

კალიფორნიაში მცხოვრები 32 წლის ლინდენ უოლბერტი ქალთევზასავით ცხოვრობს და წყალქვეშ ჟანგბადის გარეშე გაჩერება 5 წუთის განმავლობაში შეუძლია.

ლინდენი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, თან დააქვს ქალთევზას კოსტუმი და ტურისტებისთვის შოუებს აწყობს. გამხდარი, ქერათმიანი "ქალთევზა" ყველას ხიბლავს. ქალბატონი მოდელია და წყალი მშობლებმა შეაყვარეს, რომლებიც პროფესიონალი მოცურავეები არიან.

"ფაქტობრივად წყალში გავიზარდე. მშობლები პროფესიონალი მოცურავეები არიან და კონკურსებში ხშირად მონაწილეობდნენ. წყალი მაგნიტივით მიზიდავს. თინეიჯერობაშიც კი ყოველთვის ველოდი ზაფხულის არდადეგებს, ზღვაში ნებივრობა რომ შემძლებოდა. ცურვას ადვილად ისწავლით, მაგრამ ჩაყვინთვისას კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოთ, ეს უმთავრესია", - ამბობს "ქალთევზა".

ამ პროფესიით მას შემდეგ მოიხიბლა, როდესაც ქალთევზაზე გადაღებული ჰოლივუდის ფილმები ნახა. მოგვიანებით სპეციალურ ეფექტებზე მომუშავე ხელოვანს ალან ჰოლტის შეხვდა. ალანი ჰოლივუდში მოღვაწეობს და ახალგაზრდა ქალბატონს დახმარებაზე უარი არ უთხრა. სპეციალურად მისთვის შეიქმნა კოსტუმი, რომლის დახმარებითაც ლინდენი ქალთევზად "იქცევა". ვარჯიში 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და საერთო ჯამში ლინდენმა 10 000 გირვანქა სტერლინგი დახარჯა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს