გაუპატიურების შიშით ტურისტები ინდოეთში აღარ ჩადიან

გაუპატიურების შიშით ტურისტები ინდოეთში აღარ ჩადიან

2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინდოეთში ტურისტთა რიცხვი 25%-ით შემცირდა. ამის მიზეზი ჩასულ თუ ადგილობრივ ქალებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევებია.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს, 2012 წელთან შედარებით, ინდოეთში შვებულების გატარების მსურველთა რაოდენობა 35% -ით შემცირდა.

სექსუალური ძალადობის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა გასული წლის დეკემბერში, ნიუ-დელიში მომხდარი ფაქტი გახდა, როდესაც სტუდენტი გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს. მოგვიანებით ის სინგაპურის კლინიკაში გარდაიცვალა. ამ მოვლენას ინდოეთში რეზონანსი მოჰყვა.

ერთი კვირის წინ სამხრეთ კორეელი გოგონას გაუპატიურების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მარტში კი ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი შვეიცარიელი ტურისტი გახდა. ის საკუთარი ქმრის თვალწინ გააუპატიურეს.

ინდოეთის ხელისუფლება 2016 წლისთვის ტურისტების ნაკადის 12%-ით გაზრდას გეგმავს. 2012 წელს ინდოეთის ბიუჯეტს ტურიზმმა 17,7 მლრდ დოლარი მოუტანა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა