მარნეულში გაზგასამართი სადგური სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

მარნეულში გაზგასამართი სადგური სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

მარნეულის შესასვლელში გაზგასამართი სადგური წუხელ ღამის ოთხ საათზე სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, თავდამსხმელებმა გაზგასამართი სადგურის სადისპეტჩეროს ფანჯარა ჩაამტვრიეს და უკანა ფანჯრიდან შევიდნენ. ამ დროს სადისპეტჩეროში ერთ-ერთი თანამშრომელი გოდერძი ქველაძე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გოდერძი ქველაძეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი თავის არეში ჩაარტყეს და მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს.

პოლიციამ თავდამსხმელები გაზგასამართი სადგურიდან დაახლოებით ორ კილომეტრში დააკავა. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ