კახეთში მელორ ვაჩნაძე დააკავეს

კახეთში მელორ ვაჩნაძე დააკავეს

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე კახეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ვაჩნაძის დაკავებასთან დაკავშირებულ დეტალებზე განმარტებას ცოტა ხანში გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძემ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუხდა.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად ვაჩნაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის სამმართველოშია გადაყვანილი.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვაჩნაძეს უკვე მეორედ აკავებენ. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ ის ქუჩაში დაჭრეს კიდეც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ