ჰიუ ლორი ახალ ალბომს უშვებს

ჰიუ ლორი ახალ ალბომს უშვებს

ბრიტანელი მსახიობი, სერიალ "ექიმი ჰაუსის" ვარსკვლავი ჰიუ ლორი 6 მაისს ახალ ალბომს Didn't It Rain-ს უშვებს.

ალბომი ლორის მეორე დისკი იქნება. იგი სტუდია Ocean Way-ში ჩაიწერა. დისკი რამდენიმე ვერსიად გამოვა: СD, სადაც 13 სიმღერა შევა და საკოლექციო ლიმიტირებული გამოცემა CD, რომელშიც 40 ბონუს-სიმღერა შევა და 40-გვერდიანი წიგნი მოყვება.

მსახიობისა და მუსიკოსის საიტზე ნათქვამია, რომ "ჰიუ ლორი ახალი ორლეანის მუსიკიდან მიდის და ბლუზის ტრაექტორიით, ზემოთ, ამერიკის გულისკენ მიუყვება".

"გადავწყვიტე, ამერიკის მუსიკის ტყეებში ღრმად წავიდე, რომელმაც ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში მომაჯადოვა.  რაც უფრო შორს მივდივარ, მით უფრო ვიხიბლები",- ამბობს მსახიობი ალბომზე.

ლორის ახალი ალბომის, ისევე როგორც მისი 2011 წლის სადებიუტო დისკის Let Them Talk-ის პროდიუსერი ჯო ჰენრი იყო. Didn't It Rain-ზე მუშაობაში ჯგუფ Copper Bottom Band-ის წევრები - კევინ ბრაიტი, ჯეი ბელეროუზი, ვინსენტ ჰენრი, რობი მარშალი, გრეგ ლისი, დევიდ პილჩი, ელიზაბეტ ლი, პატრიკ უორენი და ლარი გოლდინგსიც იღებდნენ მონაწილეობას.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება