"გორი-სითის" თანამშრომლებმა შოკოლადები მოიპარეს

"გორი-სითის" თანამშრომლებმა შოკოლადები მოიპარეს

გორის საჯარიმო ავტოსადგომის, "გორი-სითის" თანამშრომლებს - 44 წლის რ. ღოღაძეს და 42 წლის გ. ბუჯიაშვილს კომპანია "გრანდქენდის" სადისტრიბუციო მანქანიდან ტკბილეულის ქურდობა ედებათ ბრალად. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, შ.პ.ს "გორი-სითიში" მომუშავე პირებმა "გრანდქენდის" მიკროავტობუსიდან ღამის სათებში 450 ლარის ოდენობის შოკოლადი მოიპარეს. ჩადენილი ქურდობისთვის "გორისითის" თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლი მე-3 ნაწილის თანახმად ედებათ, ისინი გირაოთი გაათავისუფლეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომპანიის დისტრიბუტორი კახა კერესლიძე გორში, პუშკინის ქუჩაზე, "ფორდის" მარკის  მიკროავტობუსით "გრანდქენდის" ტკბილეულს მაღაზიებში აბარებდა. ქუჩაზე მას ავარია შეემთხვა, რის შედეგადაც არავინ დაზარალებულა. საპატრულო პოლიციამ სადისტრიბუციო მიკროავტობუსი კომბინატის დასახლებაში მდებარე "გორი-სითის" საჯარიმოზე გადაიყვანა. მიკროავტობუსში 4700 ლარის ტკბილეული ეწყო.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა