სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დიდებს წყალი უნდათ, ბავშვებს - სტადიონი
დიდებს წყალი უნდათ, ბავშვებს - სტადიონი

გუ­რი­ა­ში "სოფ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის" ფარ­გლებ­ში, სოფ­ლის კრე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. კრე­ბებს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

სოფ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ჩო­ხა­ტა­ურ­ში 633 600 ლარი, ლან­ჩხუთ­ში - 838 400 ლარი და ოზურ­გეთ­ში კი 1 384 000 ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი. 2013 წელს, პირ­ვე­ლი კრე­ბა ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ შრო­მა­ში ჩა­ტარ­და. აქ, ორ უბან­ში, ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი: შიდა გზე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, სა­ყა­ნე ფარ­თო­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სა­საფ­ლა­ოს შე­მო­ღობ­ვა გა­მო­იკ­ვე­თა. მე­სა­მე უბა­ნის კრე­ბა კი ხალ­ხის სიმ­ცი­რის გამო, აპ­რი­ლის და­სა­წყი­სის­თვის გა­და­ი­დო.

კრე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა ურეკ­სა და წვერ­მა­ღა­ლა­ში. დაბა ურე­კის­თვის 16 000 ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი, რც მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლო­ბას იწ­ვევს, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი კრე­ბა­ზე მა­ინც გა­მო­იკ­ვე­თა. ურე­კე­ლებს ამ ეტაპ­ზე შიდა გზის და სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სურთ. წვერ­მა­ღა­ლა­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ მთა­ვარ პრობ­ლე­მად უწყლო­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. რო­დე­საც უფ­რო­სე­ბი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დნენ, სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბავ­შვებ­მა ხმა­მაღ­ლა შე­მოს­ძა­ხეს: - სტა­დი­ო­ნი გვინ­და, სტა­დი­ო­ნი!

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დიდებს წყალი უნდათ, ბავშვებს - სტადიონი

დიდებს წყალი უნდათ, ბავშვებს - სტადიონი

გურიაში "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში, სოფლის კრებების ჩატარება დაიწყო. კრებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურში 633 600 ლარი, ლანჩხუთში - 838 400 ლარი და ოზურგეთში კი 1 384 000 ლარია გამოყოფილი. 2013 წელს, პირველი კრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში ჩატარდა. აქ, ორ უბანში, ძირითადი პრიორიტეტები: შიდა გზების მოწესრიგება, საყანე ფართობამდე მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოები და სასაფლაოს შემოღობვა გამოიკვეთა. მესამე უბანის კრება კი ხალხის სიმცირის გამო, აპრილის დასაწყისისთვის გადაიდო.

კრებები გაიმართა ურეკსა და წვერმაღალაში. დაბა ურეკისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი, რც მოსახლეობის უკმაყოფილობას იწვევს, თუმცა ადგილობრივებისთვის მთავარი პრიორიტეტები კრებაზე მაინც გამოიკვეთა. ურეკელებს ამ ეტაპზე შიდა გზის და სანიაღვრე არხების პრობლემის მოგვარება სურთ. წვერმაღალაში მოსახლეობამ მთავარ პრობლემად უწყლოობა დაასახელა. როდესაც უფროსები სხვადასხვა პრობლემის შესახებ საუბრობდნენ, სკოლიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა ხმამაღლა შემოსძახეს: - სტადიონი გვინდა, სტადიონი!

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა