სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან ვარშალომიძის დაოჯახების შესახებ ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
ლევან ვარშალომიძის დაოჯახების შესახებ ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის და­ო­ჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ერთ-ერთი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ვარ­შა­ლო­მი­ძის რჩე­უ­ლი 19 წლის ნა­თია ძირ­კვა­ძე გახ­და.

ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო გახ­და, რო­მელ­ზეც ვარ­შა­ლო­მი­ძე ნა­თია ძირ­კვა­ძეს­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" აქ­ტი­ვის­ტი 19 წლის ნა­თია ძირ­კვა­ძე ბა­თუმ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად სე­ირ­ნობ­და და ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა. გო­გო­ნამ მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს მას­თან ერ­თად სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა სთხო­ვა, რა­ზეც ვარ­შა­ლო­მი­ძეს უარი არ უთ­ქვამს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ფოტო ნა­თი­ას მე­გობ­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" აჭა­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.

აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ო­ჯა­ხე­ბის ამ­ბავ­მა ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი მას შემ­დეგ გა­მო­იწ­ვია, რაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ზემო აჭა­რა­ში ბე­შუ­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს ოჯა­ხის შექ­მნის­კენ მო­უ­წო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: "გა­ა­ხი­ლე, კაცო, თვა­ლი, ამ­დე­ნი ლა­მა­ზი გო­გოა გარ­შე­მო" - პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს გა­ე­ხუმ­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან ვარშალომიძის დაოჯახების შესახებ ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

ლევან ვარშალომიძის დაოჯახების შესახებ ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის დაოჯახების შესახებ ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ვარშალომიძის რჩეული 19 წლის ნათია ძირკვაძე გახდა.

ცრუ ინფორმაციის გავრცელების საფუძველი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული ფოტო გახდა, რომელზეც ვარშალომიძე ნათია ძირკვაძესთან ერთად არის გადაღებული.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტი 19 წლის ნათია ძირკვაძე ბათუმში მეგობრებთან ერთად სეირნობდა და ლევან ვარშალომიძეს სრულიად შემთხვევით შეხვდა. გოგონამ მთავრობის თავმჯდომარეს მასთან ერთად სურათის გადაღება სთხოვა, რაზეც ვარშალომიძეს უარი არ უთქვამს. მოგვიანებით ეს ფოტო ნათიას მეგობრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამ ინფორმაციას "თავისუფალი საქართველოს" აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერაბ ღოღობერიძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის დაოჯახების ამბავმა ინტერნეტ-სივრცეში განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გამოიწვია, რაც რამდენიმე დღის წინ ზემო აჭარაში ბეშუმობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ლევან ვარშალომიძეს ოჯახის შექმნისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო: "გაახილე, კაცო, თვალი, ამდენი ლამაზი გოგოა გარშემო" - პრეზიდენტი ლევან ვარშალომიძეს გაეხუმრა

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"