ნიუ-მექსიკოში კოსმოპორტი გაიხსნა

ნიუ-მექსიკოში კოსმოპორტი გაიხსნა

ნიუ-მექსიკოს უდაბნოში მსოფლიოში პირველი კოსმოპორტი გაიხსნა. კოსმოპორტი კომპანია Virgin Galactic-ს ეკუთვნის და მისივე სახელი ჰქვია. კოსმოპორტის მთავარი მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარებაა.

შენობა ნორმან ფოსტერმა დააპროექტა. პირველი კოსმოპორტი 10 000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მოედანზეა გაშლილი. მასში შედის ფრენების მართვის ცენტრი, ტერმინალი ტურისტებისთვის და ანგრები.

კოსმოპორტის გახსნაზე 21 ქვეყნიდან Virgin Galactic-ის 150 თანამშრომელი მოიწვიეს, რომლებმაც კოსმოპორტის მშენებლობაში ფული დააბანდეს. გახსნის დღიდან კოსმოსში გაფრენის სურვილი უკვე 450-მა ადამიანმა გამოთქვა.

100 კმ-ის სიმაღლეზე 2.5 საათიანი ფრენის ღირებულება 100 000 დოლარია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია relaxic.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს