კახა ბენდუქიძე - "მალე ჩვენს ფსიქიატრიულს გაფართოვება დასჭირდება"

კახა ბენდუქიძე - "მალე ჩვენს ფსიქიატრიულს გაფართოვება დასჭირდება"

"თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე პოლიტდევნილი გოჩა კელენჯერიძის ღია წერილს "ფეისბუქში" პასუხობს. კელენჯერიძის ღია წერილის ადრესატები აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. კელენჯერიძე წერილში "თაღლითი ბენდუქიძის დაპატიმრებას" ითხოვდა.

"კიდევ ერთი ახალი პაციენტი. მალე ჩვენს ფსიქიატრიულს გაფართოვება დასჭირდება", - წერს ბენდუქიძე.

გოჩა კელენჯერიძემ ღია წერილი "ფეისბუქში" 13 მარტს გამოაქვეყნა.

"კახა ბენდუქიძე არის იგივე მამა ბუასილი, როგორც თავად უწოდებს თავის თავს და მარაზმატიკ თეა თუთბერიძეებთან ერთად ებრძვის ქართულ ეკლესიას და პარტიარქს პირადად თავისი ვიდეოშარჟებითა და ანტიადამიანური მსოფლმხედველობით... კახა ბენდუქიძე ნაცმოძის ბუდის - ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელია - ის ერთერთი მთავარი ჯალათია და საქართველოს გამყიდველი დააკვირდით მის კრედოს> ქართველი გლეხის განადგურებას რომ ითვალისწინებს, რასაც ახორციელებდა 9 წლიანი ნაც ტირანიის განმავლობაში და ახლაც ერისიონის მაგალითი რომ ავიღოთ - ამ კეთილი ქართული საქმის პიონერებს ის და ნაცხროვა მოღალატეებს უწოდებს, ყველა ქართველთან ერთად რომელიც იღწვიან რუსეთ საქართველოს რაციონალური მშვიდობისათვის და მათ შორის, როგორც პირველადი ლეგიტიმური ხელისუფალი - მთავარი ძალა ქართული კულტურა, ქართული ეკლესია და ჩვენი პატრიარქია!...", - წერდა პოლიტდევნილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს