ინდონეზიელ, ჩინელ და ფილიპინელ პატარებს სკოლამდე მისვლა "ბეწვის ხიდით" უწევთ.
ფოტოგრაფებმა ბავშვების ერთი რიგითი დღე გადაიღეს და როგორც ამბობენ, ზოგიერთი კადრის გადაღება ვერ გაბედეს, რადგან ციცაბო კლდეზე გადასვლის შეეშინდათ. თუმცა, მოსწავლეები ყოველ დღე სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად სწავლობენ.
ბავშვები დილით ძალიან ადრე იღვიძებენ, რათა გაკვეთილებზე არ დააგვიანონ და შენიშვნა არ მიიღონ. წინ სახიფათო და გრძელი გზა ელით. წვიმასა და თოვლში ისინი მავთულხლართებიანი ე.წ. საცალფეხო ხიდით, მდინარითა და ციცაბო კლდის გავლით მგზავრობენ.
მაგალითად ფილიპინებში, პროვინცია რისალში ხშირად შეხვდებით სკოლის წიგნებით მომარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებიც მანქანის საბურავებზე სხედან და მდინარეს სკოლამდე მიუყვებიან, ვისაც ეს ფუფუნებაც არ აქვს, წყალში შედის და მთელი დღე სკოლაში სველი ტანსაცმლით ზის. ნეპალელ მოსწავლეებს უფრო ორიგინალური ხერხი აქვთ - ბაწარზე დამაგრებული რკინის გორგოლაჭების დახმარებით, კლდის ერთი მონაკვეთიდან მეორეზე დიდი სისწრაფით მიექანებიან. გრძელი გზის შესამოკლებლად მსგავსი ხერხი კოლუმბიაშიც ძალიან პოპულარულია. მოსწავლეები უსაშველოდ გრძელ გზას ტროპიკულ ტყეზე გაშენებული კაბელების დახმარებით ამოკლებენ.
მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.