სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტკბილი გაზიანი სასმელები სასიკვდილო დაავადებებს იწვევს
ტკბილი გაზიანი სასმელები სასიკვდილო დაავადებებს იწვევს

ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს. ამ დას­კვნამ­დე ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის მეც­ნი­ე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. მკვლე­ვარ­თა გათ­ვლე­ბით, წე­ლი­წად­ში 200 000 ადა­მი­ა­ნი სწო­რედ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით იღუ­პე­ბა.

უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში (წე­ლი­წად­ში 133 000 სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა) ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი დი­ა­ბე­ტი ხდე­ბა. 44 000 ადა­მი­ა­ნი - გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბით, 6000 კი - კი­ბო­თი იღუ­პე­ბა. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ამ შემ­თხვე­ვე­ბის 78% იმ ქვეყ­ნებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა, სა­დაც ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე და­ბა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი აღი­რი­ცხე­ბა.

ამ ტკბი­ლი და, ერთი შე­ხედ­ვით, უწყი­ნა­რი სას­მე­ლე­ბის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. ისი­ნი ჭარ­ბი წო­ნის დაგ­რო­ვე­ბას უწყო­ბენ ხელს, რაც თა­ვის მხრივ, დი­ა­ბე­ტი­სა და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს ჰქმნის.

მექ­სი­კა­ში, რო­მე­ლიც ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის მხრივ პირ­ველ ად­გილ­ზეა, მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­დან 318 სწო­რედ ამ სას­მე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით იღუ­პე­ბა. სა­პი­რის­პი­რო ვი­თა­რე­ბაა ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც გა­ზი­ან სას­მე­ლებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ სვა­მენ. იქ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე მხო­ლოდ 10 ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მსხვერ­პლი.

იმ ფაქტს, რომ ტკბილ სას­მე­ლებ­სა და სხვა პრო­დუქ­ტებ­ში შე­მა­ვა­ლი კა­ლო­რი­ე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მოქ­მე­დე­ბენ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვაც ადას­ტუ­რებს. მათი დას­კვნით, შაქ­რის ყო­ვე­ლი 150 და­მა­ტე­ბი­თი კა­ლო­რია მე­ო­რე ტი­პის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში დი­ა­ბე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შემ­თხვე­ვა­თა 1%-ში იწ­ვევს. მა­შინ, რო­დე­საც სხვა პრო­დუქ­ტებ­ში შე­მა­ვა­ლი კა­ლო­რი­ე­ბი დი­ა­ბე­ტის რისკს 0,1%-ში იწ­ვევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტკბილი გაზიანი სასმელები სასიკვდილო დაავადებებს იწვევს

ტკბილი გაზიანი სასმელები სასიკვდილო დაავადებებს იწვევს

ტკბილი გაზიანი სასმელები სასიკვდილო დაავადებებს იწვევს. ამ დასკვნამდე ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერები მივიდნენ. მკვლევართა გათვლებით, წელიწადში 200 000 ადამიანი სწორედ გაზიანი სასმელით გამოწვეული დაავადებებით იღუპება.

უმრავლეს შემთხვევაში (წელიწადში 133 000 სიკვდილის შემთხვევა) ფატალური შედეგის მიზეზი დიაბეტი ხდება. 44 000 ადამიანი - გულსისხლძარღვთა დაავადებებით, 6000 კი - კიბოთი იღუპება. სტატისტიკის თანახმად, ამ შემთხვევების 78% იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე დაბალი შემოსავალი აღირიცხება.

ამ ტკბილი და, ერთი შეხედვით, უწყინარი სასმელების მომაკვდინებელი ზემოქმედების შესახებ მხოლოდ ირიბი მტკიცებულება არსებობს. ისინი ჭარბი წონის დაგროვებას უწყობენ ხელს, რაც თავის მხრივ, დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ჰქმნის.

მექსიკაში, რომელიც ტკბილი სასმელების მოხმარების მხრივ პირველ ადგილზეა, მილიონი ადამიანიდან 318 სწორედ ამ სასმელებით გამოწვეული დაავადებებით იღუპება. საპირისპირო ვითარებაა იაპონიაში, სადაც გაზიან სასმელებს, პრაქტიკულად, არ სვამენ. იქ მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 10 ადამიანი ხდება ასეთი დაავადებების მსხვერპლი.

იმ ფაქტს, რომ ტკბილ სასმელებსა და სხვა პროდუქტებში შემავალი კალორიები სხვადასხვანაირად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაც ადასტურებს. მათი დასკვნით, შაქრის ყოველი 150 დამატებითი კალორია მეორე ტიპის, განსაკუთრებით საშიში დიაბეტის ჩამოყალიბებას შემთხვევათა 1%-ში იწვევს. მაშინ, როდესაც სხვა პროდუქტებში შემავალი კალორიები დიაბეტის რისკს 0,1%-ში იწვევს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს