"პალიტრაTV"-მ საკაბელო მაუწყებლობა კიდევ გააფართოვა. ტელევიზიის გადაცემების ნახვა უკვე საკაბელო ოპერატორის- SilkTV-ს აბონენტებსაც შეუძლიათ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "პალიტრაTV"-ს დირექტორმა, ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია უკვე მაუწყებლობს საკაბელო ოპერატორების "კავკასუს ონლაინის", "გლობალ ტვ"-ს, "ა+ბ"-ს, "სტუდია ტვ"-ს, "დიდგორი -2"-ის და "ინტერ თივის" მეშვეობით.
დღის განმავლობაში "პალიტრაTV" -ს ეთერი მრავალფეროვან გადაცემებს ეთმობა - საინფორმაციო გამოშვებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუები და შემეცნებით-გასართობი პროექტები.
1-ლი აპრილიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 19:30-ზე "პალიტრა TV" მაღალრეიტინგული თურქული სერიალის "ეზელის" ჩვენებას იწყებს.