შიმშილის შედეგად შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა

შიმშილის შედეგად შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ექიმი რეანიმატოლოგი თეა ივანიაძე აცხადებს, რომ ბავშვი იმყოფებოდა ხელოვნურ სუნთქვაზე, ჩაუტარდა მკურნალობის კურსი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმის თქმით, გამოკვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა პნევმონია, ფიქსირდებოდა ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა.

"ბავშვი შემოვიდა უკიდურესად მძიმე, შოკურ მდგომარეობაში. გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა პნევმონია. გამოხატული იყო წონის მკვეთრი დეფიციტი, ასევე, ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა. მისი დაბადების წონა იყო 4 კილო, ხოლო ერთი წლის ასაკში 4 კილო და 200 გრამი ფიქსირდებოდა. ამ ფონზე ნებისმიერი დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, ბავშვი გარდაიცვალა", - აღნიშნა თეა ივანიაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა შესაბამის სიაში ისინი ვერ მოხვდნენ. გოგიტა აბაშიძე ბავშვთა საავადმყოფოში 21 მარტს მოათავსეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"